Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქია შეუერთდა სომეხთა საყოველთაო ლოცვას

საქართველოს სომეხთა ეპარქია, უმაღლესი პატრიარქის და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის მოწოდებით, 2024 წლის 10 ნოემბერს, თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, საკვირაო წმინდა წირვის დასასრულს, შეუერთდა სომეხთა საყოველთაო ლოცვას.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა სათანადოდ ისაუბრა არცახელი სომხების უფლებების დაცვაზე, კერძოდ, აზერბაიჯანის მხრიდან გატაცებული, დატყვევებული და ბაქოში ყალბი ბრალდებით უკანონოდ დაკავებული სამხედროების, სამოქალაქო პირების და არცახის რესპუბლიკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლებისთვის საყოველთაო ლოცვის აღვლენის მნიშვნელობაზე.

სომეხთა საყოველთაო ლოცვა არის მოწოდება - მოწოდება მთელი კაცობრიობისადმი, ეროვნული კუთვნილების ბრალდებით დატყვევებული სომხების გათავისუფლების თხოვნით. თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში ეპარქიის წინამძღვრის საპატიო წინამძღოლობით აღვლენილ ლოცვას შეუერთდნენ საქართველოში მცხოვრები სომეხი მორწმუნეები.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են