Материалы

ახალგაზრდების შეხვედრის მორიგი თემა იყო: “ქრისტიანობა, როგორც სიძლიერისა და არა სისუსტის რელიგია”

ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევითა და მხარდაჭერით, დიაკვანი გევორქ ავეტისიანი განაგრძობს ახალგაზრდებთან საუბრების სერიას. ამჯერად ახალგაზრდების ორი ჯგუფი გაერთიანებულად შეხვდა ერთმანეთს.
შეხვედრის თემა იყო “ქრისტიანობა, როგორც სიძლიერისა და არა სისუსტის რელიგია”. გევორქ ავეტისიანმა ისაუბრა ქრისტიანული პოზიციის შესახებ, თავმდაბლობასა და დღევანდელ სამყაროში რწმენის მნიშვნელობაზე.
შეხვედრა განსაკუთრებული გახდა, რადგან „საუბარი ახალგაზრდებთან“ პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი პატარა ინიციატივა განხორციელდა. „Jinishian Memorial Foundation“-ის მხარდაჭერით, მიმდინარე „სამოქალაქო დიალოგი და პრაქტიკული ნაბიჯები ცვლილებებისთვის 2023-2024“ პროგრამის ფარგლებში შევიძინეთ სპეციალური ჩანთები, ბლოკნოტები და სამკერდე ნიშნები, რათა გავზარდოთ ინფორმირებულობის დონე და ხელი შევუწყოთ შეხვედრების გაგრძელებას.
ასევე, ამავე პროგრამის ფარგლებში შეძენილი სხვადასხვა ნივთების დახმარებით, შენარჩუნდება ჩვენი შეხვედრების ეფექტურობა და მდგრადობა.
აღსანიშნავია, რომ ამჯერად მონაწილეებს შორის იყვნენ ახალგაზრდა სტუმრები სომხეთიდან, რომლებმაც დიდი სიხარულითა და ინტერესით გაატარეს საღამო ჩვენთან ერთად.
მადლობას ვუხდით „Jinishian Memorial Foundation“-ის ფონდს მხარდაჭერისთვის და ეპარქიის ახალგაზრდულ საკითხთა განყოფილებას ემილ სარქისიანის ხელმძღვანელობით, ეფექტური თანამშრომლობისთვის.
დიდი მადლობა ჩვენს მუდმივ პარტნიორს „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო-კულტურულ ცენტრს, განსაკუთრებით კი ცენტრის თანამშრომელს - ედიტა ზორაბიანს, თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են