Материалы

22 ნოემბერი- ხსოვნის დღე

ყოვლად სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, არმენ სარგსიანის მოწოდების საპასუხოდ, 2020 წლის 22 ნოემბერს, არცახის ომში სამშობლოს დაცვისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის დღეს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საკვირაო წირვა-ლოცვის დასასრულს, მწირველი მღვდლის, ღირსი სამველ თოროსიანის ხელმძღვანელობითა და სასულიერო და დიაკვანთა დასის მონაწილეობით არცახის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდის წესი შესრულდა.

ცერემონიალის დასასრულს, მღვდელმა სამველმა ქედი მოიხარა იმ ათასობით ჯარისკაცის, ოფიცრის, მეთაურის ხსოვნისადმი, ვინც უთანასწორო ბრძოლებში შეგნებულად გაწირა თავი სამშობლოს დასაცავად. მღვდელმა სამველმა ხაზი გაუსვა ასევე საქართველოში მცხოვრები სომხების ერთიანობას არცახის და სომხეთისათვის გამოჩენილ იმ საყოველთაო მხარდაჭერაში, რომელიც საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევითა და ლევონ ჩიდილიანისა და ევგენია მარკოსიანის ხელმძღვანელობით, ომის დღეებში ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში ორგანიზებულ იქნა. მსოფლიოში მშვიდობის, ხოლო ხალხისათვის ჯანმრთელობის სურვილით დაასრულა ღირსმა მღვდელმა საკუთარი სიტყვა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში ხსოვნის ცერემონიალი ჩატარდა.

126806527

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են