Материалы

პანაშვიდი - სუმგაითის საშინელი დანაშაულების 35-ე წლისთავთან დაკავშირებით

2023 წლის 26 თებერვალს, თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, საკვირაო წმინდა წირვა აღევლინა საკურთხევლის დახურული ფარდის უკან. ღირსმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა სათანადოდ იქადაგა სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის კალენდრით დაწყებული დიდი მარხვის მეორე კვირა დღის მნიშვნელობაზე. მღვდელმა ვირაპმა თავის ქადაგებაში ისაუბრა ასევე 1988  წლის 27-29 თებერვლის პერიოდში საბჭოთა აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითის სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ ხოცვა-ჟლეტასა და მასობრივ გადასახლებაზე.

მორწმუნეებით სავსე ტაძარში, რომელთა შორისაც საგრძნობი იყო ახალგაზრდების ყოფნა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის საპატიო წინამძღოლობითა და სასულიერო და დიაკვანთა დასის მონაწილეობით, პანაშვიდის წესი აღესრულა არმენოფობიას შეწირული უდანაშაულო ადამიანების სულების სიმშვიდისათვის.

კურთხეულ იყავთ მართალთა ხსოვნით.

332920357 1540004229852073 8713880393432524804 N

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են