ვარაგის წმინდა ჯვრის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია და 44-დღიანი ომის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი
ქრისტიანული სამყარო წმინდა ჯვრისადმი მიძღვნილ ოთხ დღესასწაულს ზეიმობს, რომელთაგან მეოთხე - ვარაგის ჯვრის დღესასწაული, ეროვნულია - წმინდა სომხური, და აღინიშნება მხოლოდ სომხური ეკლესიის მიერ.
2022 წლის 25 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში ვარაგის წმინდა ჯვრის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინა.
თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღირსმა მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა. მწირველმა მღვდელმა ისაუბრა ჯვრის ნიშნის საიდუმლოზე, ხაზი გაუსვა იმას, რომ ჯვარი ნაპოვნია VII საუკუნეში, როდესაც სომეხი ხალხი სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაში იყო არაბი ავაზაკების წინააღმდეგ. ჯვარი ამ საბედისწერო პერიოდში სასწაულებრივად გამოჩნდა ხსნის ნიშნად. მღვდელმა ჰუსიკმა დამსწრეებს მოუწოდა თაყვანი სცენ ჯვარს და მიენდონ მის ძალას.
საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, თბილისის ორ მოქმედ სომხურ - სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარსა და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევით, სასულიერო დასისა და დიაკვანთა მონაწილეობით აღესრულა პანაშვიდი - 2020 წლის 27 სექტემბერს აზერბაიჯანის მიერ გაჩაღებული 44-დღიანი ომის შედეგად დაღუპულთა სულების სიმშვიდისათვის. ეკლესიებში მოხდა სანთლების დანთება და საკმევლის კმევა სამშობლოს და არცახის დაცვისათვის დაცემული ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემად.