Материалы

სათემო კრება საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვჰანნეს თუმანიანის სახლი“ ცენტრში

A2019 წლის 17 აპრილს, საქართევლოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვჰანნეს თუმანიანის სახლი“ კულტურულ-სამეცნიერო ცენტრში შედგა თბილისის სომხური საზოგადოების წარმომადგენლების კრება.
კრების საპატიო სტუმარი იყო საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი.
კრება გახსნა საქართევლოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა, ვაზგენ მირზახანიანმა. ეპარქიალურმა წინამძღვარმა წარადგინა საქართევლოს სომეხთა ეპარქიის ქვემო ქართლის რეგიონშო მსახურებისთვის დანიშნული ვარდაპეტი, ზავენ იაზიჩიანი.
შემდეგ წინმძღვრის მიერ წარმოდგენილ იქნა თბილისში დაგეგმილი ღონისძებების: კომიტას ვარდაპეტის 150 წლის იუბილეს, 24 აპრილს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსენების ცერემონიის, ვარდატონისა და სხვა ღონისძიებების შესახებ. ამასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომხური თემის ხელმძღვანელი სამველ მკრტჩიანი, საქართველოს სომეხთა კავშირის თავმჯდომარე მარი არაქელოვა, ლევონ ჩიდილიანი, იური მიკირტუმოვი და სხვები.
საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუბენ სადოიანმა, დიდად შეაფასა თბილისის სომხური თემის მონაწილეობა სათემო ღონისძიებებში და მოუწოდა რომ ასეთი ღონისძიებები გახადონ უფრო ხალხმრავალი.
ეპარქიალურმა წინამძღვარმა, რომელიც კრებას უძღვებოდა განაცხადა თავისი მისიის საქართველოს სომეხთა ეპარქიაში დასრულებისა და სულიერი მსახუერების მთავარ საკათედრო ეჯმიაწინში გაგრძელების გადაწყვეტილების შესახებ.
თბილისის სომხური თემის წარმომადგენლები მიუბრუნდნენ უწმინდესი ვაზგენის მიერ 17 წლიანი წინამძღვრობის პერიოდში სომხურ თემში შესრულებულ სულიერ გამოღვიძებას, ეკლესიების მშენებლობას, ეკლესიის კუთვნილი ცენტრების გახსნას და საკათედროების რეორგანიზაცებს, კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას, დედა ენას, ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებას და გავრცელებას, სომხური ეკლსიების დაბრუენბის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობას, ასევე თემის ერთიანობას და ეკლესიაში მორწმუნეების ხალხმრავლობას.
დამსწრეებმა გამოთქვეს თავიანთი კეთილი სურვილი ეპისკოპოსის ვაზგენის საქართველოს სომეხთა ეპარქიაში მსახურების გაგრძელების მიზნით, მაგრამ სათემო წინამძღვარმა თემის წარმომადგენლებს აუხსნა დედა სამშობლოში, სომხეთში დაბრუნებისა და იქ მსახურების გაგრძელების მტკიცე გადაწყვეტილების შესახებ.
თემის სამუშაოები დიდად შეაფასეს საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა რუბენ სადოიანმა, მედიასაშუალების, ალიქმედიის დამფუძნებელმა და საზოგადო მოღვაწემ არსენ ხარატიანმა, ორგანიზაციის: „მრავალეროვნული საქართველოს“ დამფუძნებელმა არნოლდ სტეფანიანმა, სათემო საზოგადო მოღვაწემ ალიკ უთმაზიანმა და სხვებმა.
შემდეგ ეპარქიალურმა წინამძღვარმა საქართველოს სომხური კულტურულ-სამეცნიერო ცენტრის თავმჯდომარეს, ჰუმანიტარული მეცნიერების კანდიდატს, პროფესორ ემმა ახტიანს გადასცა სომხეთის „ჩრდილოეთის“ უნივერსიტეტის მიერ გადმოცემული „ჰოვჰანნეს თუმანიანი 150“ სამახსოვრო მედალი.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են