საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის - „მცირე ნაბიჯი“ პრეზენტაცია და საქართველოს სომეხთა ეპარქიის ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის - „Hayos Band“-ის კონცერტი
2024 წლის 13 აპრილს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულმა ცენტრმა, სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ეჯმიაწინის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის - „მცირე ნაბიჯი“ ორგანიზატორებს უმასპინძლა. ვიზიტი მიზნად ისახავდა მიმდინარე წლის ივნისის თვეში სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ეჯმიაწინში დაგეგმილი მუსიკალური ფესტივალის შესახებ ქართული მუსიკალური ორგანიზაციების ინფორმირებას. პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში დავით ტერ-მკრტჩიანი.
ფესტივალის თანადამფუძნებლებმა არტიომ ჰარუთიუნიანმა, არტურ გაზარიანმა და ვარდან თოროსიანმა დეტალურად წარმოადგინეს ფესტივალის მიზანი და მონაწილეობის პირობები, ისაუბრეს ქართული მუსიკალური კულტურის სომხეთში წარდგენის კეთილგანწყობილებაზე. თანადამფუძნებელთა და საორგანიზაციო ჯგუფის წევრთა განცხადებით, ფესტივალი უკვე მეორე წელია რაც სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდითა და ქალაქ ეჯმიაწინის მერიის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი უკვე 1800-ზე მეტმა მსურველმა გააკეთა.
სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბატონ აშოტ სმბატიანს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს მის ყოვლადუსამღვდელოესობას ეპისკოპოს კირაკოს დავთიანს და „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელს ევგენია მარკოსიანს მხარდაჭერისა და მასპინძლობისათვის.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ანა ტაბატაძე (ქალაქ თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის №10 ხელოვნების სკოლა), თინათინ ცაგარელი (ქალაქ თბილისის ალოიზ მიზანდარის სახელობის №1 ხელოვნების სკოლა), გიორგი კორძაძე (ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი) და სხვები. მათ ისაუბრეს სომხურ-ქართულ სამუსიკო ხელოვნებას შორის წლების წინანდელ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე, ხაზი გაუსვეს მსგავსი ღონისძიებების ხელახლა განხორციელების აუცილებლობას და მზადყოფნა გამოთქვეს ჩაერთონ აღნიშნულ ურთიერთობებში, მხარი დაუჭირონ მათ განვითარებას და გაღრმავებას.
პრეზენტაცია გაგრძელდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის - „Hayos Band“ მოკრძალებული კონცერტით, რომელმაც მუსიკოსთა მიერ მრავალენოვანი რეპერტუარის მაღალ დონეზე წარმოდგენისათვის მაყურებლის დიდი მოწონება და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა. აღსანიშნავია ის, რომ დასაფასებელია ბენდის სამხატვრო ხელმძღვანლის ვლადიმირ ასატუროვის შემოქმედებითი საქმიანობა, სოლისტების - ლიზა აკოპოვას და სოფია ოგანეზიანის შესრულებები, და, აგრეთვე, კარო სამველიანის, არმან პაპიკიანის, ალექს და ანრი აკოპიანების შესანიშნავი მუსიკალური აკომპანემენტი.