საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველო - IRI Georgia“-ს დიალოგში მიიღო მონაწილეობა
2023 წლის 22-25 ივნისს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი დიაკვან გევორგ ავეტისიანთან ერთად მონაწილეობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველო - IRI Georgia - პროგრამის: „ააშენე საქართველო“ ფარგლებში ორგანიზებულ მორიგ დიალოგში.
შეხვედრა იმართება ქ. ქობულეთში, სასტუმრო ჯორჯია პალასში (GpH). დიალოგის განსახილველი საკითხია - „საქართველოს ევროპული მომავალი“, ისევე ეწყობა პროგრამის პირველი პროექტების პრეზენტაციები.
შეკრება 25 ივნისს დაასრულებს მუშაობას.