Материалы

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების წევრებთან

2024 წლის 15 მარტს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულმა ცენტრმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით განხორციელებული საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროექტის - „ააშენე საქართველო“ რელიგიური ჯგუფის საქმიანობის კოორდინატორს გიორგი ფარეშიშვილს და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენელს ლადო რაზმაძეს უმასპინძლა. 

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების პასუხისმგებელმა ემილ სარქისიანმა სტუმრებს ახალგაზრდული განყოფილების საქმიანობა და მიზნები გააცნო.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებმა ისაუბრეს „საქართველო-ევროკავშირი ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივაზე“, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხისადმი რელიგიური თემების პოზიცია.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც გამოიკვეთა აღნიშნული რელიგიური ორგანიზაციის წევრების, კერძოდ ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების წევრების პოზიტიური და მისასალმებელი დამოკიდებულება საქართველოს ევროკავშირის წევრობის საკითხთან დაკავშირებით.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են