ჭრაგალუიცის წმინდა ლიტურგია თბილისის სომხურ ეკლესიებში
2019 წლის 20 აპრილს, დიდ შაბათს საღამოს, იესო ქრისტეს აღდგომის წმინდა დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში ჩატარდა ჭრაგალუიცის წმინდა ლიტურგია. ამ დღეებში, სპეციალური რიტუალის მიხედვით, ინთება ტაძრის ჩირაღდენბი და კანდლები, იხსნება ეკლესიის საკურთხევლის ფარდები და ანთებული სანთლები უროგდებათ ხალხს, რის შემდეგაც ტარდება წმინდა ლიტურგია.
თბილისის სურბ გევორგ საკათედრო ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ყოვლადუსამღვდელოესის ეპისკოპოსის, ვაზგენ მირზახანიანის საპატიო მონაწილეობით წმინდა და უკვდავი ლიტურგია ჩაატარა ქვემო ქართლის რეგიონის სულიერმა მსახურმა, ვარდაპეტმა ზავენ იაზიჩიანმა. წმინდა ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოში სრ საელჩოს დიპლომატები, თბილისელი სომეხი საზოგადო მოღვაწეები, სტუმრები, მორწმუნეები.
ხალხმრავალი იყო ეკლესიები, მორწმუნეები მისულები იყვნენ რომ პირველებს შეეტყოთ იესო ქრისტეს დაბადების ხარება.
წმინდა ლიტურგიისას წმინდა მამამ აუწყა მხსნელის ბრწყინვალე აღდგომის სასიხარულო ამბავი. მორწმუნეებმა სიყვარულით ერთმანეთს მიულოცეს უფლის, იესო ქრისტეს მკვდრედით აღდგომა.
წმინდა ლიტურგიისას ეპრქიალურმა წინამძღვარმა მორწმუნეებს მიულოცა წმინდა აღდგომის დღესასწაული, საქართველოსა და სომხეთს უსურვა მშვიდობა, წინსვლა და განვითარება.
წმინდა ლიტურგიის დასასრულს კანდლიდან აანთეს თავიანთი სანთლები და მხსნელის კურთხევის მიღებით დაბრუნდნენ სახლებში და თან წაიღეს უფლის აღდგომის წმინდა ცეცხლი. წმინდა აღდგომის დღესასწაულის შემდეგ ჩატარდა სახლის კურთხევის პირველი ცერემონია. აკურთხეს პური, წყალი და მარილი.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის ვაზგენ პირველის სახელობის ცებტრში სურბ გევორგ ეკლესიის ეზოში ჯვრის ნათლიის იური ერემიანის ინიციატივით, მოხდა მასპინძლობის ორგანიზება მორწმუნეებისთვის. ხალხის ვიზიტი ეკლესიაში გაგრძელდა შუაღამემდე.