Материалы

თბილისელმა უცხოენოვანმა სომეხმა ახალგაზრდებმა XIX-XX საუკუნეებში საქართველოში მცხოვრებ ცნობილ სომეხ მოღვაწეთა ხსოვნისადმი პატივისცემა გამოხატეს

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო-კულტურული ცენტრის 2024 წლის ღონისძიებათა სერია შთამბეჭდავად დაიწყო.

24 იანვარს ცენტრმა უმასპინძლა თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკის კლუბის მოსწავლე-ახალგაზრდებს, კერძოდ, უცხოენოვან სომხებს, რომლებიც ამ კლუბში იღრმავებენ ქართული ენის ცოდნას. აღსანიშნავია, რომ კლუბის მოსწავლე-ახალგაზრდებს შეუერთდნენ ასევე ეროვნებით ქართველი მათი მეგობრები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლები დესპინე ქოიავა და კარინე მანუკიანი, „ვრასტან“ გაზეთის რედაქტორი, თბილისის საპატიო მოქალაქე ვან ბაიბურთიანი, არნო ბაბაჯანიანის ვაჟი არაიკ ბაბაჯანიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელი ევგენია მარკოსიანი, დუდუკის ჯგუფის ხელმძღვანელი ვანო მკრტჩიანი, «Հ.Մ.Ը.Մ»-ის (სომეხთა საერთო ფიზიკური აღზრდის კავშირი) თბილისის ფილიალის წევრები, თბილისის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები.

ქართულ ენაზე ჩატარებულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოში XIX-XX საუკუნეებში მცხოვრები და მოღვაწე სომეხი ქველმოქმედების, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეების ცხოვრება და მოღვაწეობა. ღონისძიებისთვის სათანადოდ მომზადებულმა  კლუბის მოსწავლე-ახალგაზრდებმა ბრწყინვალედ წარმოადგინეს დიდი სომხების ცხოვრება და მოღვაწეობა ქართულ რეალობაში.

2

ღონისძიების დასასრულს ბიბლიოთეკის კლუბის ხელმძღვანელმა, მასწავლებელმა ქეთევან კალანდაძემ, ისაუბრა საკითხისადმი ახალგაზრდების მიერ გამოვლენილ დიდ ინტერესსა და ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარების მზაობაზე, ხაზი გაუსვა კლუბის საქმიანობის მიზანს, რომელიც მიმართულია საქართველოს სახელმწიფო ენის ფლობასთან ერთად უცხოენოვანი ახალგაზრდები დააახლოოს საკუთარ ეროვნულს.

ღონისძიება ღირსმა მღვდელმა ჰოვსეფ ჰარუთუნიანმა შეაჯამა და დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევა გადასცა, ისაუბრა იმ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე, რომელიც დღესაც მტკიცედ არის დამკვიდრებული ორი უძველესი ქრისტიანი ხალხის ცხოვრების ყველა სფეროში.

თითოეულმა გამომსვლელმა საკუთარ დაფასების სიტყვაში ხაზი გაუსვა ახალგაზრდების მონაწილეობისა და აქტიურობის გაზრდის მნიშვნელობას სომხურ-ქართული მეგობრობის განმტკიცებასა და გაღრმავებაში.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են