წმინდა აღდგომის დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა ბათუმის სომხურ თემში
2019 წლის 21 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში ჩვენი უფლის იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნა სადღესასწაულო წმინდა ლიტურგიით. იგi ჩაატარა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესიის, აჭარის, გურიისა და იმერეთის სომეხთა სულიერმა მწყემსმა მაღალნიჭიერმა მღვდელმა, არარატ გუმბალიანმა.
წმინდა ლიტურგიას ესწრებოდნენ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილაშვილი, ბათუმში სრ მთავარი კონსული ეღიშე სარგსიანი, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს აჭარის რეგიონული წარმომადგენელი აბესალომ ასლანიძე, კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები.
ბათუმის მორწმუნეებთან ერთად სადღესასწაულო წმინდა ლიტურგიას ესწრებოდნენ ოზურგეთის სომხური თემის წევრები, ასევე ქალაქ ფოთიდან ჩამოსული მლოცველები.
წმინდა ლიტურგიის მწირველმა მღვდელმა წაიკითხა უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის სააღდგომო მოძღვრება.
მღვდელმა არარატმა დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსის, ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და წმინდა აღდგომის მილოცვები, მიმართული მორწმუნე სომხებისადმი. მამა არარატმა მადლობა გადაუხადა საქართველოსა და სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს სომხურ ეკლესიაში სადღესასწაულო წმინდა ლიტურგიაზე დასწრებისა და მისალმებისთვის.
წმინდა ლიტურგიის შემდეგ სტუმრები გადაინცვლნენ „ალექსანდრ მანთაშიანც“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში. მისალმების შემდეგ, ცენტრი დირექტორმა სონა ჰოვჰანნისიანმა დამსწრეებს წარუდგინა ცენტრისა და ბათუმის N 4 სკოლის სომხურ-ქართული კლასის მოწაფეებისა და მათი მშობლების მონაწილეობით წმინდა აღდგომისდმი მიძღვნილი სომხური ტრადიციული კერძების კონკურს-ფესტივალის საიდუმლოება. დამსწრეებისთვის სიგელების გადაცემის შემდეგ წმინდა აღდგომის ხარებით ჩატარდა სააღდგომო გამასპინძლება.