ვანქი მაირ ტაჭარ (მონასტრის დედა ტაძარი) ეკლესია XXI საუკუნე
დაარსდა 931 წელს. 1938 წელს თბილისის სომეხთა მონასტერი განადგურდა. სომეხთა სამონასტრო კომპლექსიდან ამჟამად მხოლოდ სამრეკლოა შემორჩენილი. მონასტერის მაგივრად ამჟამად თბილისის 104–ე საჯარო სკოლა მდებარეობს.
დაარსდა 931 წელს. 1938 წელს თბილისის სომეხთა მონასტერი განადგურდა. სომეხთა სამონასტრო კომპლექსიდან ამჟამად მხოლოდ სამრეკლოა შემორჩენილი. მონასტერის მაგივრად ამჟამად თბილისის 104–ე საჯარო სკოლა მდებარეობს.
დაარსება და რესტავრაციები: თბილისის ყოფილი გარეთუბანის, ამჟამად ათონელის ქუჩაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობდა მონასტრის დედა ტაძარი ან ჰარანც ვანქი, სადაც საბჭოთა წლებამდე, საქართველოს სომეხთა ეპარქია იმყოფებოდა.
მონასტრის დედა ტაძარის დაარსების წელთან დაკავშირებით წყაროები და პროფესიული ლიტერატურა გვამცნობენ ერთმანეთის გამომრიცხავ თვალსაზრისებს, თუმცა სავარაუდო დაარსების წელიწადად 931 წელი მიიჩნევა [1].
ეკლესია მრავალჯერ იქნა რესტავრირებული. პირველი რესტავრაციებიდან ერთ–ერთი 1430 წელს განხორციელდა [2], ხოლო საფუძვლიანად 1480 წელს იქნა რესტავრირებული. იგი იმდენად ძვირფასი იყო, რომ შემდგომში სომეხი და ქართველი მკვლევრები ამ წელს დაარსების წლად მიიჩნევდნენ. მე–19 საუკუნეში მონასტრის დედა ტაძარი გაერთიანდა ახალი შენობებით, მუზეუმი, კარიბჭე, ეპარქია, რომლის მშენებლობის ჩანაწერები სამრეკლოს კედელზეა აღბეჭდილი და შემორჩენილია დღემდე[3].
არქიტექტურა: აგურისგან აშენებულ ტაძარს სამნავიანი გუმბათიანი ბაზილიკის შემადგენლობა ჰქონდა, სამი წყვილი თაღით. ყველა ნავები აღმოსავლეთით ჰემისფერული ფორმით და თანაბარი სიდიდის საკურთხეველით სრულდებოდა. სამი საკურთხეველიდან შუა წმინდა ღვთისმშობლისადმი იყო მიძღვნილი, სამხრეთის საკურთხეველი წმ. გრიგორ განმანათლებლიადმი, ხოლო ჩრდილოეთის – წმინდა მოციქულთადმი. თუმცა ტაძარი მთლიანად წმინდა ღვთისმშობლის სახელს ატარებდა, რომლის დიდ გუმბათებს ჰქონდათ მაღალი, თორმეტ წახნაგიანი დრუმები, პირამიდული ვრღარით. გუმბათის დრუმბის ყველა წახნაგებს მაღალი და ვიწრო ფანჯრები ჰქონდათ. შემოსასვლელები ღია იყო სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამხრეთის შემოსასვლელის წინ ვანქი მაირ ტაჭარ (მონასტრის დედა ტაძარი) XXIII საუკუნე – შეერთებული იყო ორმოცი შესასვლელი. ტაძრის მთავარი კედელი გაფორმებული იყო ისრული თაღებით, მართკუთხედი გლუვი ნიშებით [4].
სამრეკლო: მონასტრის დედა ტაძარი თავის დროზე, თავისი ზომებით ქალაქის უდიდეს საეკლესიო შენობას წარმოადგენდა. საეკლესიო კომპლექსი შეიცავდა წინამძღვრის ორსართულიან შენობას, საცხოვრებელ ოთახებს, გალავანს. სამონასტრო კომპლექსის სამხრეთ–დასავლეთ კუთხეში აღმართულია კარიბჭეზე აშენებული სამსართულიანი სამრეკლო, რომლის მაღალი მოცულობა როტონდით სრულდება. ამჟამად შენარჩუნებულია მხოლოდ სამრეკლო. ზედა ნაწილში ორმოცი რვა თაღიანი დერეფანია, რომელიც კონუსური კარვის საფარით არის დაფარული. ცოკოლზე მდგარი პირველი სართული წარმოდგენილია როგორც კარიბჭედ, გახსნილი ჰემისპერული თაღებით. კედლების სტრუქტურა და ორნამენტები შესრულებულია კლასიკური სტილით. შენობის მხარეები გაფორმებულია სვეტებით. კედლები გაფორმებულია სხვადასხვა ზომის თაღებით და ორნამენტებით. კარიბჭე გამაგრებულია ჰემისპფერული თაღით. სამრეკლოს ზედა სართულებზე ასასვლელად განზრახული აგურის საფეხურებით კიბეები კედლების სისქეში გადიან.
სამრეკლოს მეორე და მესამე სართულებს პროექტის იგივე სტრუქტურა აქვთ. მართკუთხედი სათავსო დაფარულია ჰემისპფერული თაღით. სართულების ყველა ოთხი კედელი შეერთებულია ჰემისფერული თაღებით [5].
საეკლესიო–ისტორიული მუზეუმი: 1897 წელს ავეტის ღუკასიანის ქველმოქმედებით სამონასტრო კომპლექსის ეკლესიის ისტორიულ–რელიგიური მუზეუმის მშენებლობა დაწიყო [6]. მუზეუმში უნდა შენახულიყო საეკლესიო ძვირფასი ნივთები. 1902 წლის 21 თებერვალს, ვარდანანც დღესასწაულთან დაკავშირებით და ხრიმიან ჰაირიკ კათოლიკოსის ხელმძღვანელობით საზეიმო პირობებში მუზეუმის გახსნის ცერემონია შესრულდა. თბილისის საქალაქო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მუზეუმის შენობა ძირეულად 1939 წელს იქნა დანგრეული[7].
სასაფლაო: სამოციქულო ვანქის ეკლესია ცნობილი იყო ასევე თავისი ეროვნული სასაფლაოთი. იგი არსებობდა მინიმუმ შუა საუკუნიდან, თუმცა ისტორიული და სანუკვარი ძეგლის შესანარჩუნებლად და მოსავლელად საკმარისი სახსრები არ იქნა გამოყოფილი. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ სასაფლაოში ნაპოვნი და 1939 წლამდე შენარჩუნებული ჩვენთვის ცნობილი საფლავის ქვები მე–19–20 საუკუნეს ეკუთვნიან. ვანქის სასაფლაოში სომეხი საზოგადო მოღვაწეები და თემის ლიდერები იყვნენ დასაფლავებულნი[8].
საკუთრება: ეკლესიის კუთვნილებაში არსებული ქონების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციებს იმცნობიან თემის ეკლესიების ქონების ცნობარები. 1837 წელს მსგავსი ცნობის მიხედვით, ეკლესიას ეკუთვნოდა როგორც საეკლესიო ღირებული რიგი ნივთები, ასევე უძრავი ქონება, მიწის, ჯიხურბის და სახლების სახით [9]. ეკლესიას ეკუთვნოდა ასევე მტკვრის პირას მდებარე სახელწოდებით “დიდი და პატარა კუნძულები” ქონება.
ეკლესიის მსახურები: მონასტრის დედა ტაძარის მსახურებიდან იყვნენ მღვდელი ღევონდ ხარაზიანცი, მღვდელი ეზნიკ ერზნკიანცი, მღვდელი გიუტ აღანიანი, მღვდელი გრიგორ ხოჯაენიათიანცი, მღვდელი გალუსტ აბულიანცი [10]. რწმუნებულები იყვნენ: ზახარ დავითის ზე მამულიანი, ს. შაჰვერდიანი, მ. მელიქიანი [11], გევორგ ტერ–ღუკასიანი, გრიგორ ოქროიანცი, ჰოვსეფ ჰოვსეფიანცი [12].
მონასტერის დედა ეკლესია საბჭოთა პერიოდში: 1920–30–იან წლებში მონასტერის დედა ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ მოუვლელ მდგომარეობაში იყო აღმოჩენილი, კვლავ აგრძელებდა ფუნქციონირებას. 1937 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაინგრა ჰარანც მონასტერის სომხური სასაფლაო, ხოლო 1938 წელს დაიგეგმა თბილისის სომხური მონასტერის განადგურება. ოდესღაც ცნობილი ვანქის მაირ ტაჭარ კომპლექსიდან დღეს შემორჩენილია მხოლოდ სამრეკლო, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს. მონასტერის მაგივრად ამჟამად თბილისის N 104 საჯარო სკოლა დგას.
[1] პ. მურადიან, ძველი თბილისის სომხური ეკლესიები, სურბ ეჯმიაწინ, 2009, გვ. 161:
[2] სეა, ֆ. 332, იგივე:
[3] ნორაშენ, 2007/1 (7), გვ. 7-8:
[4] მ. ჰასრათიან, თბილისის სომხური ეკლესიების არქიტექტურა, ეჯმიაწინ, 2009/6, გვ. 70.
[5] საქართველოს სომხური ისტორიულ–კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი. საქართველოს სომეხთა ეპარქია.
[6] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 228, թ. 1, 7 և շրջ.:
[7] ნორაშენ, 2007 /1/ 7/ გვ 7-8.
[8] ნორაშენ, იგივე.
[9] დეტალური სია ნახე საე, ֆ. 56, ց. 6, գ. 39, թ. 8-9 շրջ.
[10] სეა, ֆ. 35, ց. 1, գ. 551, թ. 1-ի շրջ.
[11] სეა, ֆ. 35, ց. 1, գ. 551, թ. 51.
[12] სეა, ֆ. 35, ց. 1, գ. 332, թ. 2.