ეპისკოპოსი არისტაკეს სედრაკიანი (მელიქ-არაქელიანი)
1881-1889 (წინამძღვარობის წლები). ეპისკოპოსი არისტაკეს სედრაკიანი (მელიქ-არაქელიანი). სომეხი სასულიერო მოღვაწე, ფილოლოგი, ისტორიკოსი და წიგნების ავტორი. დაიბადა 1845 წლის 23 აგვისტოს, ერევნის გუბერნიის სოფელ ხალფალუში. მამის სახელი - სედრაკ. 1869-1882 წლებში იყო იერნჯაკის წმინდა კარაპეტ და ეჯმიაწინის წმინდა გაიანე მონასტრების ბერი. 1874-76 წლებში იგი ეჯმიაწინის გევორგიან სასულიერო სემინარიის მასწავლებელია, 1891-93 წლებში კი - ამავე სემინარიის ინსპექტორი. იყო ტათევის, არცახის, საქართველოს, იმერეთის და ასტრახანის სომხური ეპარქიების წინამძღვარი. შეისწავლა და აღწერა სომხეთის ისტორიისა და კულტურის მრავალი ჩანაწერი, სომხური ფოლკლორის ნიმუშები. 1894 წელს გამოაქვეყნა "ეპისკოპოს ჰოვანეს შაჰხათუნიანცის ბიოგრაფია“. აქვს ნაშრომები სომხური ეკლესიის ისტორიისა და და თეოლოგიის შესახებ. აღსანიშნავია 1904 წელს პეტერბურგში გამოქვეყნებული „სომხური ეკლესიის პიკტოგრაფია“ ვრცელი ნამუშევრის პირველი ნაწილი (მეორე ნაწილი არ გამოქვეყნებულა), ნაშრომები "ოჯახური პრობლემები" (1891 წ.), "სამღვდელო საკითხები“ (1900), ასევე აქვს თარგმანები, გამოუქვეყნებელი ნაშრომები და ა.შ. გარდაიცვალა 1906 წლის 10 ნოემბერს ვაღარშაპატში (სომხური საბჭოთა ენციკლოპედია, ტ 10).