ეპისკოპოსი მამბრე სანასარიანი
1889-1892 (წინამძღვარობის წლები). ეპისკოპოსი მამბრე სანასარიანი. დაიბადა 1844 წელს. სწავლობდა წმინდა ეჯმიაწინის ჟარანგავორაც სკოლაში. 1864 წელს ხელდასხმულიქნა დიაკვანად, 1865 წ. - არქიმანდრიტად. 1868 წ. დაინიშნა გორის (საქართველო) სომხური ეპარქიის ეპარქიალურ ვიკარიუსად. 1871 წელს იკისრა ახალი ნახიჩევანის სურბ ხაჩ მონასტრის ბერობა. 1875 წელს დაინიშნა ახალი ბაიაზეტის გუბერნიის სასულიერო საქმეთა გამომძიებლად. 1877 წელს იგი ეპარქიალური ვიკარიუსია ძველი ნახიჩევანის სომეხთა ეპარქიისა, შემდეგ თბილისის კონსისტორიის წევრ-თავმჯდომარე და სურბ სარგის სამლოცველოს ბერი. 1884 წელს კი - წმინდა ეჯმიაწინის სინოდის წევრი, 1883 წელს ინიშნება ახალციხის სომხების ეპარქიალურ ვიკარიუსად. 1886 წელს კათოლიკოს მაკარ პირველის მიერ ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად და 1889 წელს დამტკიცებულიქნა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად. ამ თანამდებობაზეც გარდაიცვალა იგი 1892 წლის 1 აგვისტოს, კოჯორში (საქართველო), ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 48 წლის ასაკში.
ეპისკოპოსი მამბრე დაჯილდოებულია ყვავილოვანი ფილონით, მკერდზე სატარებელი ჯვრით, საეპისკოპოსო ბისონით და წმინდა ანას მე-2 კატეგორიის ორდენით ("არარატი", 1892 წ., გვ. 768).