ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი
ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი
2002 წლიდან დღემდე (წინამძღვარობის წლები)
ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი (საერო სახელი - ედვარდ) დაიბადა 1965 წლის 21 ივლისს, ეჯმიაწინის რაიონის სოფელ არტიმედში (ყოფილი ათარბეკიანი).
1971-82 წლებში სწავლობდა და დაამთავრა ადგილობრივი საშუალო სკოლა.
1982 წელს moewyo მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის გევორგიან სასულიერო სემინარიაში.
1984-86 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.
1989 წლის 7 მაისს მთავარეპისკოპოსი სანთურიანის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვნად.
1990 წელს დაიცვა გამოსაშვები ნაშრომი "არქიმანდრიტ გრიგორ სკერაცის ცხოვრება და ბიბლიოგრაფიული მემკვიდრეობა“.
1991 წლის 28 ივლისს მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინში მთავარეპისკოპოს ნერსეს პოზაპალიანის მიერ ხელდასხმულიქნა მღვდელმონაზვნად და მიწვეულიქნა ლექციების წასაკითხად გევორგიან სასულიერო სემინარიასა და ქსქც-ში.
1993-95 წლებში იგი იყო მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინთან არსებული საკვირაო სკოლის გამგე-დირექტორი.
1995 წელს ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ პირველის მაღალი განკარგულებით დაინიშნა ქსქც-ს გამგე-დირექტორად, წარმატებით განახორციელებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს. ამ პერიოდში მან გამოაქვეყნა 26 დასახელება სასულიერო ლიტერატურა, რელიგიის სახელმძღვანელოები, მასწავლებელთა სასწავლო სახელმძღვანელოები, დააფუძნა ორკვირეული გაზეთი "ქრისტიანული სომხეთი", მოამზადა ყოველდღიური რელიგიური გადაცემების ციკლი.
1996 წელს წარადგინა და დაიცვა საარქიმანდიტრო დისერტაცია "წმინდა გრიგორ ტათევაცის „ჰარცმანც“ და „ვოსკეფორიკ“ წიგნების წყაროები“
1996 წლის 20 ივნისს ცხონებული კათოლიკოსის გარეგინ პირველის ხელდასხმით მიიღო არქიმანდრიტის ოთხი ხარისხი.
1997-99 წლებში არცახის ეპარქიის წინამძღვარის, მთავარეპისკოპოს მარტიროსიანის მხარდაჭერით ორგანიზება გაუწია არცახის და ქაშათაღის ქრისტიანული რელიგიის სკოლების მასწავლებელთა გადამზადების და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლების საქმეს.
1999 წელს საეკლესიო საჯარო საბჭოს მრგვალი მაგიდის სომხეთის ოფისის წინადადებით ერევანში დაფუძნდა „ეკუმენური საინფორმაციო ცენტრის“ ოფისი.
1999 წლის 1 დეკემბერს უწმინედესისა და უნეტარესის, სრულიად სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ პირველის მიერ ხელდასხმულიქნა არაგაწოტნის ეპარქიის ეპისკოპოსად. მისი საქმიანობის განმავლობაში დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და ხელახლა აკურთხეს მუღნის „სურბ გევორგი“, საღმოსის მონასტრის სამონასტრო კომპლექსი, ბიურაკანის „სურბ ჰოვანესი“, აპარანის „სურბ ხაჩი“, საფუძვლიანად შეკეთდა ოშაკანის წამყვანი ეკლესია „სურბ მესროპ მაშტოცი“ და კეთილმოწყობილიქნა ტერიტორია.
2001 წლიდან არაგაწოტნის რეგიონული ხელისუფლების და მთავარი საკათედრო ტაძრის მხარდაჭერით არაგაწოტნის რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ოფიციალურად შეტანილიქნა საგანი „სომხური ეკლესიის ისტორია“. გამოქვეყნდა ორკვირეული "არაგაწოტნი".
2002 წლის 4 სექტემბერს უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის მიერ დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად.
2003 წლის 23 ივნისს უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის მიერ ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად.
2003-2012 წლებში უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის კურთხევითა და მხარდაჭერით რეაბილიტირებულიქნა და ხელახლა კურთხეულიქნა თბილისის ეკლესია "სურბ ეჯმიაწინ“, ახალქალაქის "სურბ ხაჩ“, ახალქალაქის რაიონის სოფელ აბულის "სურბ ჰარუთიუნ“, სოფელ არაკოვას „სურბ გევორგ“, სოფელ ბალხოს "სურბ ჰარუთიუნ“, სოფელ ბეჯანოს „სურბ მინას“, სოფელ ბარალეთის „სურბ ასტვაწაწინ“, სოფელ ბუღაშენის "სურბ ჰარუთიუნ“, სოფელ ბურნაშეთის „სურბ მათეოს“, სოფელ დილისკას „სურბ სარგის“, სოფელ ხანდოს „სურბ ხაჩ“, სოფელ დიდი სამსარის „სურბ ასტვაწაწინ“, სოფელ პატარა სამსარის „სურბ ჰარუთიუნ“, სოფელ კარწახის „სურბ ჰოვანეს კარაპეტ“ ეკლესიები. ნინოწმინდის რაიონის სოფელ განძას „სურბ კარაპეტ“, სოფელ ხოჯაბეკის „სურბ სარგის“, სოფელ სათხას „სურბ მეწნ ნერსეს“, სოფელ პატარა არაგიალის „სურბ სტეფანოს“ ეკლესიები. ქალაქ ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“, ახალციხის რაიონის სოფელ წირას „სრბოც ჰრაშტაკაპეტაც“, სოფელ პატარა პამაჯის „სურბ ხაჩ“ ეკლესიები. წალკის რაიონის სოფელ ხაჩის „სურბ გევორგ“ და სოფელ კუშჩის „სურბ გევორგ“ ეკლესიები. ასპინძის რაიონის სოფელ დამალას „სურბ ხაჩ“ ეკლესია. ბორჟომის რაიონის სოფელ ტაბაწყურის „სურბ კარაპეტ“ და სოფელ მოლითის „სურბ გევორგ“ ეკლესიები. თეთრიწყაროს რაიონის სოფელ შამშულდას „სურბ ფრკიჩ“ ეკლესია. მარნეულის რაიონის სოფელ წითელის „სრბოც ავეტარანჩოც“ სამლოცველო. თბილისის საკათედრო „სურბ გევორგ“ ეკლესიასთან აშენდა ეპარქიის რეზიდენცია და „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში - ცენტრი „ჰაიარტუნ“, რომლის მეშვეობით აღორძინდა ეპარქიის კულტურული, საგანამანათლებლო და ახალგაზრდული ცხოვრება. დაიწყო თბილისის "სურბ გევორგ“ ეკლესიის სარემონტო და ტერიტორიიის კეთილმოწყობის სამუშაოები.
დაფუძნდა ჟურნალი "ნორაშენი", გამოქვეყნდა საქართველოს მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის მომზადებული წიგნები.