Материалы

მღვდელი მამა თორგომ ვარდანიანი

Ter Torgomმღვდელი მამა თორგომ ვარდანიანი (საერო სახელი: არტაკ ) დაიბადა 1986 წლის 25 ოქტომბერს, სომხეთის რესპუბლიკის არმავირის რეგიონის ქალაქ ეჯმიაწინში.

დადიოდა ეჯმიაწინის ერვანდ ოტიანის სახელობის მე-7 საშუალო სკოლაში, ერთდროულად სწავლობდა საკვირაო სკოლაში.

2001 წლის 9 ოქტომბერს, სასწავლებლად გაემგზავრა იერუსალიმის სომხური საპატრიარქოს კუთვნილ ალექ და მარი მანუკიანების სახელობის სასულიერო სასწავლებელსა და სავარდაპეტოში.

2009 წელს დაამთავრა სწავლა და ამჟამინდელი პატრიარქ არქიეპისკოპოს ნურჰან მანუკიანის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვნად.

2009-2012 წწ. დიაკვნად დაინიშნა სასულიერო მსახურებაზე იერუსალიმის „სურბ ჰარუთიუნ”ტაძარში.

2012-2014 წწ. მსახურობდა ბეთლემის „სურბ წნნდიან“ ტაძარში.

2014 წ. 5 თებერვალს, გადავიდა სომხეთში და უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II, ყოველთა სომხეთა კათოლიკოსის განკარგულებით ჩაერთო მთავარ საკათედრო „სურბ ეჯმიაწინის“ კონგრეგაციის შემადგენლობაში.

2014 წ. 23 სექტემბრიდან დიაკვნად დაინიშნა სასულეორო მსახურებას ქალაქ ეჯმიაწინის „სურბ შოღაკათ“ მონასტერში.

2015 წლის 26 ივლისს, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვარდან ნავასარდიანის მიერ ხელდასმულიქნა მღვდლად.

2015 წლის 15 სექტემბერს დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალციხის რაიონის სოფელ წუღრუთის, წირას, ჭალას, დიდი პამაჭის, ორალის, ღულალისის, საზელის, დაბა აბასთუმანის და ვალეს სულიერ მოძღვრად.

სოფ. წუყრუთის „სურბ სიონ“ („სურბ ჰაკობ“) ეკლესია სამწყემსოს ცენტრად დაარსდა.

ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი.

ცხოვრობს ახალციხეში.

ტელ.: +995592411119, +995592417153

ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2021 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են