მღვდელი მამა კირაკოს სიმონიანი
ღირსი მამა, მღვდელი კირაკოს (ნათლობის სახელი საჰაკი) სიმონიანი დაიბადა 1990 წლის 11 ოქტომბერს, ახალციხის რაიონის სოფელ დიდ პამაჭში.
სწავლობდა სოფელ პატარა პამაჭის საშუალო სკოლაში.
2007-2011 წწ. სწავლობდა სევანის ვაზგენიანის სასწავლებელში.
2011 წ. მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს მუშეღ ბაბაიანის მიერ ეკურთხა დიაკვნად.
2011-2013 წწ. სწავლობდა წმინდა ეჩმიაძინის საკათედრო ტაძრის გევორგიანის სასულიერო სემინარიაში.
2013 წ. განწესებულ იქნა დიაკვნად ერევნის წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც სამწელიწად-ნახევარი მსახურობდა.
2017 წ. გაიწვიეს სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების არტაშატის კავშირისა და სასწავლო ჯარის ნაწილში, სადაც ერთი წელი მსახურობდა.
2017 წლის 17 დეკემბერს გუგარქის ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, არქიეპისკოპოს სეპუჰ ჩულჯიანის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდლად.
2018 წლის 1 თებერვალიდან მსახურობს საქართველოს სომეხთა ეპარქიაში თბილისის სურბ გევორგის (წმინდა გიორგის) საკათედრო ტაძრის სულიერი მოძღვრის დამხმარე მოძღვრად და საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის „ჰოვანეს თუმანიანის სახლის“ სამეცნიერო, კულტურული ცენტრის სულიერ მეთვალყურედ.
2020 წელს მსახურება გააგრძელა საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში.
დაოჯახებულია, ჰყავს ერთი ვაჟიშვილი და ერთი ქალიშვილი.
საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი
ტელ.: 595 06 47 07