Материалы

მღვდელი მამა ნარეკ ტიგრანიანი

Ter Narek Tigranyanმღვდელი მამა ნარეკ (ნათლობის სახელი აშოტი) ტიგრანიანი დაიბადა 1992 წლის 16 იანვარს ქ. ეჩმიაძინში.

1998-2008 წწ. სწავლობდა ქალაქ ეჩმიაძინის არაგაწის მაზრის სარდალ ანდრანიკის სახელობის N12-ე სკოლაში.

2008-2012 წწ. სწავლობდა წმინდა ეჩმიაძინის საკათედრო ტაძრის გევორგიანის სასულიერო სემინარიის ბაკალავრიატში.

2012-2014 წწ. სწავლობდა გევორგიანის სასულიერო სემინარიის მაგისტრატურაში. მან დაიცვა ხარისხი თემაზე „სომხურ-ქართული საეკლესიო ურთიერთობები ზაქარიანთა ბატონობის დროს“.

2012 წ. მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს გევორგ საროიანის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად.

2014 წ. წმინდა ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში დაინიშნა უფროს მნათედ.

2018 წლის 7 ოქტომბერს მღვდლად ეკურთხა.

2018 წლის 1 დეკემბერს, უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა კათალიკოსის გარეგინ II-ის განკარგულებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში სასულიერო მსახურებისათვის განწესებული მღვდელი ნარეკ ტიგრანიანი ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ბრძანებით დაინიშნა ახალქალაქის წმ. ჯვრის („სურბ ხაჩ“) ეკლესიის სულიერ მოძღვრად, ასევე კორხის სამწყსოს მოძღვრად.

ჰყავს მეუღლე და ერთი ქალიშვილი.

საცხოვრებელი ადგილი: ქ. ახალქალაქი

ტელ.: 55172 11 52

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են