Материалы

მღვდელი მამა ჰოვსეფ ჰარუთუნიანი

Ter Hovseph

ღირსი მღვდელი ჰოვსეფ ჰარუთუნიანი (საერო სახელი ეღიშე) დაიბადა 1994 წლის 16 დეკემბერს, ქ. თბილისში.

2000 წ. შევიდა ქ. თბილისის 110-ე სომხურ-რუსული საჯარო სკოლის სომხურენოვან სექტორზე.

2009 წ. გადავიდა ქ. თბილისის 104-ე საჯარო სკოლაში.

2011 წ. დაამთავრა ქ. თბილისის 104-ე საჯარო სკოლა.

2012 წ. ჩაირიცხა და დაამთავრა მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის ჰარიჭი თრბანჭიანის სასულიერო პირთა მომზადების კურსი.

2012 წ. სექტემბრის თვეში ჩაირიცხა სევანის ვაზგენიანის სასულიერო სემინარიაში.

2016 წ. დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი. იმავე წელს გადავიდა გევორგიანის სასულიერო სემინარიაში, სადაც სწავლა გააგრძელა მაგისტრატურაში.

2016 წ. დეკემბერში წმინდა სტეფანე პირველმოწამის დღესასწაულზე, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს მუშეღ ბაბაიანის მიერ ეკურთხა დიაკვნად.

2018 წ. დაამთავრა გევორგიანის სასულიერო სემინარიის მაგისტრატურა. იმავე წელს ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესის და უნეტარესის გარეგინ II-ის უმაღლესი განკარგულებით სასულიერო სამსახურში დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში.

2018 წ. 1-ლი ივლისიდან, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ბრძანებით დიაკვანი ეღიშე ჰარუთუნიანი სასულიერო მსახურებაში დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქ. თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში.

2019 წ. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ბრძანებით, სასულიერო მსახურებაში დაინიშნა თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში.

2020 წლიდან საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ბრძანებით, სასულიერო მსახურებაში დაინიშნა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში.

2020 წ. დაოჯახდა.

2022 წ. 24 თებერვალს, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს არმაშ ნალბანდიანის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდლად.

ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის უმაღლესი განკარგულებით სასულიერო მსახურებაში დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში.

2022 წ. 1-ლი მაისიდან, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ბრძანებით, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში სულიერი მოძღვრის დამხმარე მოძღვრად დაინიშნა.

2022 წ. 1-ელი ოქტომბრიდან შეთავსების წესით დაინიშნა ქალაქ მარნეულისა და რუსთავის სომეხთა სულიერ მოძღვრად და ქ. რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სასულიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანლად.

დაოჯახებულია.

ტელ.: +995597030581

ჰყავს ერთი ვაჟიშვილი.

საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი.

ტელ.։ +995507030581

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են