Материалы

დიაკვანი ალბერტ არშაკიანი

Albert Arshakyan

დიაკვანი ალბერტ არშაკიანი დაიბადა 1995 წლის 3 ნოემბერს, ქალაქ ბათუმში.

2000 წელს სწავლა დაიწყო ბათუმის მე-6 სკოლის სომხურ სექტორზე.

2010 წელს გადავიდა ბათუმის მე-9 სკოლის სომხურ სექტორზე.

2013 წელს დაამთავრა სკოლა, ჩაირიცხა მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის ჰარიჭი თრბანჭიანის სასულიერო პირთა მომზადების კურსზე, რომელიც 2014 წელს დაამთავრა.

2014 წელს ჩაირიცხა მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის გევორგიან სასულიერო სემინარიაში (საღვთისმეტყველო უნივერსიტეტი).

2018 წელს დაამთავრა სწავლის პირველი საფეხური და მიიღო ბაკალავრის ხარისხი. იმავე წლიდან სწავლა გააგრძელა მაგისტრატურაში.

2018 წლის 25 დეკემბერს, წმინდა სტეფანე პირველმოწამის დღესასწაულზე, ეპისკოპოს ჰოვნან ჰაკობიანის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად.

2020 წელს დაამთავრა გევორგიან სასულიერო სემინარია.

2020 წლის 1 ოქტომბრიდან, სულიერი მოძღვრის თანაშემწედ დაიწყო მსახურება საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესიაში.

დაოჯახებულია.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են