Материалы

დეკანოზი ეღიშე ჰარუთიუნიანი

დეკანოზი ეღიშე ჰარუთიუნიანი (საერო სახელი - რაზმიკ) დაიბადა 1939 წლის 1 სექტემბერს გიუმრიში.

1946-56 წლებში სწავლობდა და დაამთავრა 51-ე საშუალო სკოლა.

1959-60 წლებში სწავლობდა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმაწინის გევორგიან სასულიერო სემინარიაში.

1960-61 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.

1962 წლიდან სწავლა განაგრძო სასულიერო სემინარიაში.

1968 წელს მთავარეპისკოპოს ჰაიკაზუნ აბრაამიანის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვნად.

1969 წელს თბილისის სურბ გევორგ ეკლესიაში არარატის ეპარქიის საპატრიარქო ვიკარიუსის მიერ ხელდასხმულიქნა მღვდლად და სამსახური დაიწყო ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიაში.

1972 წელს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყოფილი წინამძღვრის გევორგ არქეპისკოპოს სერაიდარიანის ბრძანებით გადმოვიდა თბილისის საკათედრო სურბ გევორგ ეკლესიაში და მიიღო ჯვრისმტარებლად ყოფნის უფლება.

1990 წლის 25 აგვისტოს მან მიიღო დეკანოზობის ხარისხი.

2003 წლის 1 აპრილს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარის ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანის მიერ კვლავ დამტკიცდა თბილისის საკათედრო სურბ გევორგ ეკლესიის სულიერ მწყემსთათავრად.

2005 წლის 1 ივნისს დაინიშნა თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში სულირ მწყემსთათავრად.

2010 წლის 1 ივლისიდან დაინიშნა მარნეულის, თეთრიწყაროს ბოლნისისა და დმანისის რაიონების სომეხი მოსახლეობის სულიერ მწყემსთათავრად.

2012 წლის 1 აპრილიდან დაინიშნა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცემტრის სულიერ მმართველად.

2012 წლის 12 ნოემბრიდან დროებით დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატის ახალციხის რაიონის სომხური სოფლების სულიერ მწყემსთათავრად.

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
+995322754111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.