Материалы

მღვდელი ჰუსიკ ჰარუთიუნიანი

მღვდელი ჰუსიკ ჰარუთიუნიანი (საერო სახელი ჰოვანეს) დაიბადა 1970 წლის 17 ივნისს სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ გიუმრიში, მღვდლის ოჯახში.

1977-87 წლებში სწავლობდა და დაამთავრა თბილისის სომხური 93-ე საშუალო სკოლა.

1987 წელს ჩაირიცხა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმაწინის გევორგიან სასულიერო სემინარიაში.

1988-89 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.

1989-91 წწ. გააგრძელა სწავლა სასულიერ სემინარიაში.

1989-91 წწ. გააგრძელა სამსახური სასულიერ სემინარიაში.

1991 წელს მსახურობდა მედავითნედ თბილისის ეკლესიაში სურბ გევორგ.

1993 წლის 10 ივნისს მთავარეპისკოპოს გევორგ სერაიდარიანის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვნად.

1993 წლის 17 ივნისს მთავარეპისკოპოს გევორგ სერაიდარიანის მიერ ხელდასხმულიქნა მღვდლად და მსახურობდა ეკლესიაში სურბ გევორგ.

2003 წლის 1 აგვისტოდან საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარის ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანის მიერ დანიშნულიქნა თბილისის ეკლესიაში სულიერ მწყემსად.შემდეგ მსახურობდა ეპარქიის სხვა ეკლესიებში.

2011 წლის 1 იანვრიდან დაინიშნა თბილისის სურბ გევორგ ეკლესიაში სულიერი მწყემსის თანაშემწედ.

2012 წელს ჯილდოდ მიიღო სამკერდე ჯვრის ტარების პატივი,

2014 წლის 24 თებერვალს - „ყვავილოვანი ფილონის“ (სამოსის) ტარების უფლება.

2015 წლის 1 ოქტომბრიდან მღვდელი ჰუსიკ ჰარუთიუნინი დაინიშნა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მწყემსის თანაშემწედ და საეპისკოპოსოს სოციალური სამსახურის ხელმძღვანელად.

2016 წლის პირველი მაისიდან მღვდელი ჰუსიკ ჰარუთიუნიანი დაინიშნა ბოლნისის რაიონის ქალაქ ბოლნისის, სოფლების - დაღეთ ხაჩენის და კიანეთის, ასევე თეთრიწყაროს რაიონის ქალაქ თეთრიწყაროს, სოფლების - სამშვილდის, სამღრეთის, დაღეთის, დიდი დურნუკის და პატარა დურნუკის, სულიერ მოძღვრად. მამა ჰუსიკ ჰარუთიუნიანს დაევალა პარასკევობით ეწვიოს საქართველოს ციხეებში მყოფ სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მორწმუნეებს.

2016 წლის პირველი სექტემბრიდან ღირსეული მღვდელი ჰუსიკ ჰარუთუნიანი შეთავსების წესით დაინიშნა მარნეულის რაიონის სომხური თემების სულიერ მოძღვრად.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

საცხოვრებელი ადგილი: თბილისი.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
+995322754111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.