Материалы

მღვდელი სამველ თოროსიანი

მღვდელი სამუელ თოროსიანი ( საერო სახელი - სამველ) დაიბადა 1974 წლის 8 მარტს, საქართველოში, ქალაქ ახალციხეში, ხელოსნის ოჯახში.

1980-91 წლებში სწავლობდა და დაამთავრა ახალციხის მე-3 საშუალო სკოლა.

1993 წელს ჩაირიცხა სურბ ეჯმიაწინის გევორგიან სასულიერო სემინარიაში.

1997 წლის 17 აგვისტოს მთავარეპისკოპოს გევორგ სერაიდარიანის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვნად.

1999 წლის 30 მაისს ხორ ვირაპის ეკლესიაში მთავარეპისკოპოს გევორგ სერაიდარიანის მიერ ხელდასხმულიქნა მღვდლად და დაიწყო მსახურება ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიაში სულიერ მწყემსად.

2009 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ სამსახურში დაინიშნა თბილისის ეკლესიაში სურბ ეჯმიაწინ.

2011 წლის 1 იანვრიდან დანიშნულიქნა სამსახურში თბილისის ეკლესიაში სურბ ეჯმიაწინ სულიერ მწყემსად,

2015 წლის 1 ოქტომბრიდან მღვდელი სამუელ თოროსიანი დაინიშნა თბილისის „სურბ გევორგ“ ეკლესიის სულიერ მწყემსად.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი.

  • Hits: 124

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
+995322754111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.