მღვდელი მამა სამველ თოროსიანი
ღირსი მღვდელი სამუელ თოროსიანი (ნათლობის სახელი - სამველ) დაიბადა 1974 წლის 8 მარტს, საქართველოში, ქალაქ ახალციხეში, ხელოსნის ოჯახში.
1980-91 წლებში სწავლობდა და დაამთავრა ახალციხის მე-3 საშუალო სკოლა.
1993 წელს ჩაირიცხა სურბ ეჯმიაწინის გევორგიან სასულიერო სემინარიაში.
1997 წლის 17 აგვისტოს მთავარეპისკოპოს გევორგ სერაიდარიანის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად.
1999 წლის 30 მაისს ხორ ვირაპის ეკლესიაში მთავარეპისკოპოს გევორგ სერაიდარიანის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდლად და სულიერ მწყემსად დაიწყო მსახურება ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიაში.
2009 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ უფროს მნათედ დაინიშნა თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში.
2011 წლის 1 იანვრიდან სულიერ მწყემსად დაინიშნა თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში.
2015 წლის 1 ოქტომბრიდან მღვდელი სამუელ თოროსიანი დაინიშნა თბილისის სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრის სულიერ მწყემსად.
2018 წლის 1 სექტემბრიდან მღვდელი სამუელ თოროსიანი დაინიშნა სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სულიერ მოძღვრად.
დაოჯახებულია, ჰყავს სამი ვაჟიშვილი.
საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი