Материалы

მღვდელმონაზონი ჰაკობ საჰაკიანი

Hayr Hakobმღვდელმონაზონი ჰაკობ საჰაკიანი (საერო სახელი - ნორაირ) დაიბადა 1982 წლის 6 იანვარს ახალციხის რაიონის სოფელ პატარა პამაჭში.

1988-99 წლებში სწავლობდა და დაამთავრა სოფლის საშუალო სკოლა.

1999-2005 წლებში სწავლობდა და დაამთავრა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმაწინის გევორგიან სასულიერო სემინარია.

2005 წლის 1 ივლისს დაიწყო სამსახური ქაც -ში საქმის მწარმოებელ-მდივნად.

2006 წლის 1 აპრილიდან მსახურობდა ერევნის წმიდა გრ. ლუსავორიჩ ეკლესიაში.

2006-08 წლებში მსახურობდა სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში.

2006 წლის 25 დეკემბერს ხელდასხმულიქნა დიაკვნად.

2006 წლის 27 დეკემბერს დაიცვა გამოსაშვები ნაშრომი „ხორენ სტეფანაცის ცხოვრება და მოღვაწეობა“.

2009 წლის 1 იანვარს მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიწინის საფოსტო სამსახურში დაიწყო მუშაობა.

2009 წლის 19 ივლისს ხელდასხმულიქნა მღვდელმონაზვნად.

2009 წლის 1 სექტემბერს უწმინედესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის განკარგულებით მსახურობა დაიწყო საქართველოს სომეხთა ეპარქიაში და ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ დაინიშნა ახალციხის რაიონის საფლების - ვალეს, საზელის, ორალის, ღულალისის, პატარა პამაჭის, დიდი პამაჭის და ადიგენის რაიონის სომხების სულიერ მოძღვრად.

2009 წლის 1 დეკემბერს სამსახურში დაინიშნა მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და კახეთის სომხურ ეკლესიათა მმართველად, 30 დეკემბრიდან ითავსებს „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის კოორდინატორის მოვალეობებს.

2010 წლის 1 ივლისს დაიწყო მსახურობა თბილისის საკათედრო სურბ გევორგ ეკლესიის სულიერ მოძღვრად, იკისრა ეპარქიის ახალგაზრდული კავშირის სულიერი ინსპექტორის მოვალეობა.

2012 წლის 1 თებერვლიდან მსახურობა დაიწყო სამცხე ჯავახეთის ახალციხის სურბ ლუსავორიჩ ეკლესიის, ბორჯომის, ასპინძის, ადიგენის, აბასთუმანის, ახალციხის რეგიონების სომეხი მოსახლეობის სულიერ მოძღვრად.

2014 წლის 1 დეკემბრიდან დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ვიკარიატის ახალციხის რაიონის დიდი პამაჭის, პატარა პამაჭის, ორალის, ღულალისის და საზელის მოსახლეობის სულიერ მოძღვრად.

2015 წლის 1 სექტემბრიდან დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ქალაქ ახალციხის სულიერ მოძღვრად და ახალციხისა და ბორჯომის რეგიონების სულიერ ინსპექტორად.

სულიერი ინსპექციის ცენდრად დაარსდა ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესია.

საცხოვრებელი ადგილი: ქ. ახალციხე

ტელ.: 579 28 00 21

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են