Материалы

ჰოვანეს თუმანიანის გარდაცვალების 101-ე წლისთავზე მისი უკვდავი საფლავი ყვავილებით შეიმკო

2024 წლის 23 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ინიციატივით და ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, თბილისში დიდი სახალხო პოეტის გარდაცვალების 101-ე წლისთავს მოკრძალებული მემორიალური ღონისძიება მიეძღვნა.

ჰოვანეს თუმანიანი 23 მარტს გარდაიცვალა. თუმანიანის ხსენების დღეს თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში ყვავილებით შეიმკო უკვდავი პოეტის საფლავი და მისი სულის სიმშვიდისთვის აღესრულა პანაშვიდი - ირგვლივ გავრცელდა საკმევლის სურნელი.

ხალხმრავლობა იყო პოეტის ყოფილ ბინაში. ცენტრში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიტერატურის, აგრეთვე თუმანიანის პოეზიის მოყვარულები, უცხოელი სტუმრები და თბილისელები.

მემორიალური ღონისძიება გაიმართა თუმანიანის ჭერქვეშ, იქ სადაც ანთებულ სინათლესთან ერთად მუდამ ტრიალებს ყოველთა სომეხთა პოეტის სული.

დამსწრე აუდიტორია ინტერესით გაეცნო „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის სულიერი ინსპექტორის, ღირსი მღვდლის კირაკოს სიმონიანის, გამოსვლას თემაზე - „ჰოვანეს თუმანიანი და კომიტასი“.

2

გამორჩეული იყო მხატვრული ნომრები, რომელიც წარმოადგინეს სპეციალურად ამ დღისათვის ერევნიდან ჩამოსულმა კიმა და ნატალი ოჰანიანებმა და „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ სოლისტებმა ლამარა დავთიანმა და დავით მაღალოვმა.

დასასრულს დამსწრეებმა დაფასების სიტყვით მიმართეს საგანგებოდ ამ დღისათვის თბილისში ჩამოსულ დებ ოჰანიანებს, რომლებიც პერიოდულად სტუმრობენ თუმანიანის ყოფილ ბინას და მონაწილეობენ ცენტრში გამართულ ღონისძიებებში.

კიმა და ნატალი ოჰანიანებს, მომავალი წარმატებების იმედით და სურვილით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს კურთხევის წერილი გადაეცათ,  რამაც გამორჩეული სიხარული აჩუქა ნიჭიერ ხელოვან გოგოებს და ხელოვნების მოყვარულ ოჰანიან მშობლებს.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են