Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული ჯგუფი 112 სამსახურის საქმიანობას გაეცნო

2019 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული დეპარტამენტრის (ხელმძღვანელი - მღვდელი ტათევ მარუქიანი) ინიციატივით და თბილისის 112 სამსახურის მოწვევით, ახალგაზრდული დეპარტამენტის მოხალისეთა გუნდი, ოცზე მეტი სტუდენტი და მაღალკლასელი, დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინატორების, ნინა სეროპოვას და ემილ სარქისიანის თანხლებით თბილისის 112 სამსახურს ეწვიეს.

სომეხი ახალგაზრდების ჯგუფი სალომე გელუთაშვილმა მიიღო. უკანასკნელმა პრეზენტაცია გამართა სამსახურის საქმიანობის შესახებ. ახალგაზრდებმა ინფორმაცია მიიღეს იმის შესახებ, რომ თბილისში და რუსთავში მოქმედი თეფშისმაგვარი შენობის ფუქციებში შედის სასწრაფო დახმარების, საპატრულო პოლიციის და სახანძრო სამსახურის მართვა, რომლებიც კოორდინირებულად პასუხობენ ყველა შემოსულ ზარს. აღსანიშნავია, რომ ზარები საშუალოდ 5 წამში ერთხელ შემოდის.

1სამსახურის წარმომადგენელმა მოჰყვა ასევე ინოვაციური ტექნოლოგიების ინვესტიციის, ყალბი სატელეფო ზარების შესახებ, აღნიშნა, რომ სამსახურში მოქმედებს ასევე სხვა ენებზე (მაგალითად, სომხური, აზერბაიჯანული, ინგლისური, რუსული) შემოსული ზარების პასუხის გაცემის ფორმატი, აღნიშნული ენების მცოდნე ოპერატორების დახმარებით.

სალომე გელუთაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გაცნობის ტიპის მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობენ ყალბი და უაზრო ზარების შემცირებას, რადგან როდესაც ადამიანები ხედავენ იმ უდიდეს სასარგებლო სამსახურს, რომელიც ეს სამსახური ახორციელებს, ისინი რწმუნდებიან თავის დროზე გამოჩენილი დახმარების აუცილებლობას.

ქალბატონ გელუთაშვილის თანხლებით ახალგაზრდების ჯგუფმა დაათავლიერა 112-ის დარბაზები, ნახა ტექნოლოგიური ის სიახლეები, რომლითაც მოქმედებს აღნიშნული სამსახური.

დათვალიერების დროს ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხი.

1

ახალგაზრდობა

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են