Материалы

ჰოვანეს თუმანიანის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ანანოვების ოჯახის ძღვენი

თბილისის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ კულტურულ-სამეცნიერო ცენტრში სახალხო დიდი მწერლის დაბადების 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. 2019 წლის 3 ნოემბერს, თუმანიანის სახლის მისაღებ დარბაზში თავი მოიყარეს არასომხურენოვანი ინტელიგენციის წარმომადგენლები, თუმანიანის შემოქმედებების თაყვანისმცემლები. ღონისძიება განსაკუთრებული იყო. იგი თბილისში მცხოვრები ანანოვების ოჯახის ინიციატივით გაიმართა, ცნობილი მწერლის, თარჯიმნის მიხაილ ანანოვის, მისი მეუღლის და ქალიშვილის მონაწილეობით.

თავის გამოსვლაში „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ კულტურული-სამეცნიერო ცენტრის ექსკურსიის ხელმძღვანელმა, გოჰარ მაზმანიანმა აღნიშნა, რომ ჰოვანეს თუმანიანის განდიდება ხდება მის ბინაშივე, სადაც 100 წლის წინ იმართებოდა ლიტერატურული საღამოები, სალონური შეხვედრები, მეგობრული სტუმარმასპინძლობა. ღონისძიება ერთმნიშვნელოვნად საინტერესო და ყოვლისმომცვლელი იყო მდიდარი სიტყვით, თეატრალური ეპიზოდებით, მუსიკით.

საღამოს მსვლელობისას, მამის, მიხაილის და ქალიშვილის, ანას მონაწილეობით, სომხურად და რუსულად წარედგინა ყოვლად სომეხთა მწერლის ცხოვრების და საქმიანობის გზა, რომელიც ატარებდა ცხოვრების სირთულეების, ოჯახური ტრაგედიების, ეროვნული ტკივილის კვალს, თუმცა სავსე იყო ეროვნული, პატრიოტული, ხალხების მეგობრობის, სტუმართმასპინძლობის ერთგული გრძნობებით.

74667389მეუღლის, გრეტას სასიამოვნო სომხური გამოთქმით და მიხაილ ანანოვის ბრწყინვალე თარგმნით, რუსულად იქნა წაკითხული მონაკვეთები, პარუირ სევაკის შემოქმედებიდან, ასევე წარდგენილ იქნა ვიდეოები, გაჟღერდა ლექსები, ვალერი ბრიუსოვის სიტყვა თუმანიანის და სომხეთის შესახებ, დადგმულ იქნა ჰოვანეს თუმანიანის და სერგეი ესენინის, ორი გენიალური მწერლების შეხვედრა.

შეფასებითი სიტყვით წარსდნენ „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ კულტურულ-სამეცნიერო ცენტრის სასულიერო მსახური, მღვდელი კირაკოს სიმონიანი და „ჰაიარტუნ“ ცენტრის სასულიერო მსახური, მღვდელი ტათევ მარუქიანი. თავიანთ გამოსვლაში მათ აღნიშნეს მიხაილ ანანოვის და მისი ოჯახის დიდი სიყვარული, მიძღვნილი სომხური ლიტერატურისადმი, ასევე ხაზი გაუსვეს ყოვლად სომეხთა მწერლის ახლებურად წარდგენის მნიშვნელობას და ღონისძიების გამრავალფეროვნების მათ მიდგომას, რომელიც ერთმნიშვნელოვნად შთამბეჭდავი იყო.

სტუმრებმა, რომლის რიცხვს მიეკუთვნებოდნენ თუმანიანის შვილთაშვილი ალიონა კოლესსნიკოვა, „თბილისის სომეხთა თემი“ ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიხაილ თადევოსოვი, პროფესორი ალექსანდრ პირადოვი, მოზარდი მაყურებლის თეატრის რეჟისორი ანატოლი ლობოვი, ჟურნალისტი სუსანა ხაჩატურიანი, მაღალი ხარისხით, ლამაზად და გემოვნებიანად ორგანიზებული ღონისძიებიდან მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს აუდიტორიას. ასევე შემოთავაზებულ იქნა ღონისძიების წარდგენა საზოგადოების სხვა წრეებისთვისაც, მათ შორის კოლორიტული თბილისის მრავალეროვანი მოსახლეობისთვის. იგი გახდება იმის დასტური, რომ ხალხების მეგობრობის დიდი მგოსანი, ეროვნებით სომეხი, ცხოვრობდა და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა სხვადასხვა ხალხების და რელიგიების საერთო ოჯახ, თბილის ქალაქში.

საღამო დაამშვენეს ხათუნა პოღოსოვა-პანიაშვილმა, ინა დავითაშვილმა და არამ არუთუნოვმა. ღონისძიების საშუალებით ანანოვების ოჯახმა ქედი მოიხარა ჰოვანეს თუმანიანის დიდებული, 150 წლის იუბილესადმი.

თუმანიანის სახლი

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են