Материалы

პეტროს ადამიან - 150 წლის იუბილე

თბილისის 150 წლის სომხური თეატრი, რომელიც დედა სამშობლოს გარეთ მოქმედი ერთადერთი სახელმწიფო პროფესიონალური თეატრია, სომეხი გენიალური მსახიობის პეტროს ადამიანის სახელს ატარებს. წელს პეტროს ადამიანის, დიდი მსახიობის, მწერლის, პოეტის, მხატვრის და საზოგადო მოღვაწის დაბადების 150 წლის იუბილე შესრულდა.

2019 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ინტელიგენციის კავშირის ინიციატივით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაკვეთილ-ღონისძიება ჩარტარდა, სადაც აღნიშნული ორგანიზაციის დირექტორ, ისტორიკოს ენოქ თადევოსიანმა ჩაატარა ლექცია, თემაზე „სომხური თეატრი და პეტროს ადამიანი“.

დარბაზი ხალხმრავალი იყო, თვალნათელი იყო ახალგაზრდების ინტერესი. ადამიანები შეიკრიბნენ ჰამლეტის და ოტელოს როლის შესრულებით, სამყაროს უდიდესი ტრაგედიის შორის დასახელებული მსახიობ ადამიანის ხსოვნის პატვსაცემად.

ენოქ თადევოსიანმა, როგორც მას სჩვევია საინტერესო სტილით მიმოიხილა სომხური თეატრის ისტორია, არტავაზდის შექმნილი პირველი სომხური თეატრის ჩამოყალიბებიდან მსახიობ ადამიანის შემოქმედებით ცხოვრებამდე. მიმოიხილა პეტროს ადამიანის ცხოვრება და თეატრალურ ასპარეზზე გამოჩენა, მან წარმოადგინა ის როლები, რომელიც ნიჭიერმა მსახიობმა სხვადასხვა გამოჩენილი თეატრის სცენაზე შეასრულა.

79116426

ადამიანს ჰქონდა ხელოვნების ენა, შესანიშნავი ხმა, უსასრულო სამსახიობო ნიჭი. პეტროს ადამიანის სამსახიობო ხელოვნება თავის მწვერვალს თბილისში მიაღწია. მის შემოქმედებით ცხოვრებაზე განსაკუთრებით თბილისურმა წლებმა იქონია გავლენა. სომხურად,ზოგჯერ ასევე ფრანგულად, ადამიანი ასრულებდა სხვადასხვა როლს, ყველა განსხვავებული, განუმეორებელი, დაუვიწყარი. ბოლოჯერ იგი სცენაზე 1889 წელს კოსტანტინეპოლში გამოვიდა.

პეტროს ადამიანი მრავალი კუთხით განვითარებული, შეუზღუდავი ნიჭით დაჯილდოვებული შემოქმედი იყო. იგი წერდა და კითხულობდა ლექსებს, ჰქმნიდა ფერწერულ და გრაფიკულ ნიმუშებს. დიდმა მსახიობმა წაუშლელი კვალი დატოვა სომხური კულტურის ისტორიაში. ლექცია-ღონისძიების დასასრულს, შემოთავაზებულ იქნა სომეხი ღირსეული წინაპრების შესახებ ლექციებისთვის, განმეორებითი ხასიათის შეძენა.

დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს თეატრის დამსახურებული მსახიობის რობერტ ჰოვანისიანის გარდაცვალებას.

ლექცია-ღონისძიება მომხსენებლმა, ენოქ თადევოსიანმა, თბილისში სომხური სახელმწიფო თეატრის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ საუბრით შეაჯამა, აღნიშნა ის, თუ რადმენად დიდი პატივია ის, რომ თეატრი პეტროს ადამიანის სახელს ატარებს.

ჰაიარტუნ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են