2008 წლის ომისა და ბეირუთის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პარაკლისი
2020 წლის 9 აგვისტოს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, თემის წინამძღვრის ნაცვალი ღირსი მამა არქიმანრიტ კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, საკვირაო წირვა მღვდელ ტათევ მარუქიანმა აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა, სასულიერო დასის, ოფიციალური წარმომადგენლობის, მრევლის სახელით მიუსამძიმრა ამა წლის 4 აგვისტოს ბეირუთში მომხდარ ძლიერ აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელმაც შეიწირა უდანაშაულო ადამიანები, წინამძღვრის ნაცვალმა გაიზიარა მსხვერპლთა ოჯახების მწუხარება, რომლთა რიცხვში სომხებიც იყვნენ. თემის წინამძღვარმა ასევე აღნიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გაწირულ მსხვერპლთა ხსოვნა. შემდგომ თემის წინამძღვრის ნაცვალის ხელმძღვანელობით და სასულიერო დასის მონაიწლეობით, გარდაცვლილთა სულების სიმშვიდისათვის პარაკლისი ჩატარდა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში ღმერთისადმი ლოცვა აღავლინდა, ყველა დაშავებულების გამოჯანმრთელების თხოვნის.