“აბრძანდით, სასამართლო მობრძანდება“ - საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული თეატრის გუნდის ახალი პრემიერა
2019 წლის 26 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის ვაზგენ პირველი - ყოვლად სომეხთა კათოლიკოსის სახელობის ახალგაზრდული ცენტრი ხალხმრავალი იყო. სომეხი აქტივისტების ერთიანი ძალებით, თეატრის ხელოვნების...
2019 წლის 26 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის ვაზგენ პირველი - ყოვლად სომეხთა კათოლიკოსის სახელობის ახალგაზრდული ცენტრი ხალხმრავალი იყო. სომეხი აქტივისტების ერთიანი ძალებით, თეატრის ხელოვნების მოყვარულ ნიკა ღაზარიანის ხელმძღვანელობით განხორციელდა შურისმაძიებელი სოღომონ თეჰლერიანისადმი მიძღვნილი პერჭ ზეითუნციანის თეატრალური დადგმა, სახელწოდებით „ფეხზე ადექით, სასამართლო მოდის“.
წარდგენას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი სასულიერო დასის თანხლებით, თეატრალური ხელოვნების სპეციალისტები, თემის ორგანიზაციების ხელმძღვანელები - თეატრის მოყვარულები და დამფასებლები.
თეატრალურმა დადგმამ, სხვადასხვა ასაკის მოხალისე მსახიობების ბუნებრივმა და თავისუფალმა თამაშმა სპექტაკლი შინაარსობრივად უფრო ჰარმონიული, საინტერესო და ამაღელვებელი გახადა. პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, არმენ ბაიანდურიანმა შეაფასა პერსპექტიული ახალგაზრდა სცენარისტი, ნიკა ღაზარიანი და მოუწოდა, რომ ახალთახალი დადგმების განხორციელებით, გააგრძელოს მხატვრული გონების განვითარება.
თეატრალური დადგმის ყველა მონაწილის სამსახიობო ნაბიჯებმა, საყვარელი საქმისადმი ერთგულებამ, მაღალი შეფასება დაიმსახურა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მხრიდან. თემის წინამძღვარმა შეფასებითი სიტყვებით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული სექტორის დირექტორს, ვალერი ბადალიანს და პროგრამების ორგანიზატორ ნინა სეროპოვას, რომლის შრომითაც ჩამოყალიბდა ეს თეატრალური წრე.