“სურბ ნერსეს შნორალი“ სიმღერის პატარების გუნდის საანგარიშო კონცერტი
2019 წლის 5 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის დარბაზში ცენტრის „სურბ ნერსეს შნორალი“ სიმღერის პატარების გუნდის საანგარიშო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხთა თემის “ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა, ევგენია მარკოსიანმა. მან მიმოიხილა „სურბ ნერსეს შნორალი“ სიმღერის გუნდის საქმიანობა, ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ცენტრის გახსნის დღიდან არსებული სიმღერის გუნდი, თბილისში მოქმედი ორი ეკლესიების გუნდის სკოლად ჩამოყალიბდა. და ნამდვილად, წლების განმავლობაში გუნდის ხელმძღვანელის, მარია აბულიანის და პიანისტის, კარენ მირზოიანის ერთობლივი ძალისხმევით სიმღერის შემსწავლელი ბავშვები ვითარდებიან, იზრდებიან და სურბ გევორქის სამოციქულო ეკლესიის „მაკარ ეკმალიანის“ და სურბ ეჯმიაწინის სიმღერის გუნდის წევრები ხდებიან. მსგავსი გადაადგილება მოხდა წელსაც, 2018-2019 სასწავლო წელს ჩამოყალიბებული პატარების გუნდი, მასწავლებლების, მშობლების და სტუმრების წინაშე, ერთი წლის მანძილზე ნასწავლის საანგარიშო კონცერტით გამოვიდნენ.
წელი საიუბილეო იყო, სიმღერის გუნდმა ასევე წარადგინა სიმღერები, ჰოვანეს თუმანიანის და კომიტასის შემოქმედებიდან.
შეფასებითი სიტყვით გამოვიდა სასულიერო მსახური ტერ ტათევ მარუქიანი. მან ხაზი გაუსვა გუნდის ხელმძღვანელ-მასწავლებლის და პიანისტის მიერ გაწეულ შრომას, პატივცემულმა მღვდელი შეთავაზებით გამოვიდა: სიმღერის გუნდის წევრების გამოსვლების დაგეგმვა, პერიოდულად, ღონისძიებების დროს, რამაც მოწონება დაიმსახურა.
მართლაც რომ გაწეული იყო დიდი ძალისხმევა, ხოლო შედეგი - დამაკმაყოფილებელი.