Материалы

თბილისში ტოლმის ფესტივალი სიყვარულის და ერთობის სიმბოლო გახდა

2019 წლის 16 ივნისს, თბილისის სურბ გევორქ სომხური სამოციქულო ეკლესიის ეზოში, სომხური ტრადიციული ტოლმის ფესტივალი გაიმართა, რომელიც უკვე შვიდი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, საქართველოს სომეხ ქალთა კავშირის, „შუშანიკის“ ინიციატივით და საქართველოს სომეხთა თემის მხარდაჭერით ხორციელდება.

62520858წელს, ფესტივალის სიმბოლო, სომხური თემის ორგანიზაციების მონაწილეობით, სიყვარულის და ერთობის სლოგანი იყო.

ფესტივალზე სხვადსხვა სახის ტოლმით და ცივი თანით წარდგნენ საქართველოში სომხეთის საელჩო, გაზეთი „ვრასტანი“, „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ტარონ“ ცეკვის ანსამბლი, „სურბ ნერსეს შნორალი“ სომღერის გუნდი, „სურბ მოვსეს ხორენაცი“ ბაღი, „ანი“ და „ვანქ“ ცეკვის ანსამბლები, N104 და N103 სკოლები, „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრი, „ხინკლის სახლი“ რესტორანი და სომეხ ქალთა კავშირის, „შუშანიკის“ წევრები.

ღონისძიება გახსნა „შუშანიკ“ კავშირის ხელმძღვანელმა, სუსანა ხაჩატრიანმა. მან ხაზი გაუსვა ეროვნული სამზარეულოს, როგორც სომხური კულტურის შემადგენელი ნაწილის, პოპულარიზაციას საქართველოს სომეხთა თემში და აღნიშნულ ფესტივალს თბილისელი სომხების ერთობის, ორმხრივი სიყვარულის და პატივისცემის სიმბოლო უწოდა.

სხვადასხვა ტოლმით მორთული მაგიდები თემის წინამძღვარმა, ყოვლადუსამღვდელოეს ტერ ვაზგენ ეპისკოპოს მირზახანიანმა აკურთხა, რის შემდეგაც მხიარული სიმღერის და ცეკვის ფონზე, ხალხმა არომატული ტოლმა დააგემოვნა.

64222047ფესტივალი მიმდინარეობდა ცეკვის ანსამბლების და სოლო მომღერლების მონაწილეობით გამართული კონცერტით, რომელშიც ერთვებოდა სხვადასხვა ასაკის დამსწრე საზოგადოება.

იმავე დღეს, საქართველოს სომეხთა თემის რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სასულიერო-კულტურულ-შემეცნებით ცენტრში (სასულიერო მსახური ტერ ნარეკ მღველ ღუშჩიან) ტოლმის ფესტივალ-შეჯიბრი გაიმართა. ფესტივალ-შეჯიბრის ათი მონაწილეებიდან საუკეთესო, წოვინარ ჰაკობიანის მიერ მომზადებული ტოლმა დასახელდა. ტოლმით მასპინძლობა მიმდინარეობდა ცენტრის გახსნის ორი წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებით.

სურბ გევორგ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են