Материалы

მიმლოცველობა სამშობლოში - სურბ ეჯმიაწინ

ჰოვანეს თუმანიანის და კომიტას არქიმანდრიტის დაბადების 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს სომეხთა თემის მორწმუნეები, ინტელიგენციის წარმომადგენლები და თემის თანამშრომლები, სურბ გევორქ სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო მსახურის, მღვდელ ტერ ჰუსიკ ჰარუთუნიანის წინამძღვრობით, 2019 წლის 13 ივნისს, დედა სამშობლოს ეწვიეს.

მიმლოცველობა წარმოადგენდა საქართველოს სომეხთა თემის საიუბილეო ღონისძიებების კოორდინირების კომისიის მიერ შემუშავებული პროგრამის ნაწილს. მიმლოცველობის ფარგლებში მორწმუნეები ესტუმრნენ ეჯმიაწინის საკათედრო ტაძარს, სადაც ეწვიეს რუბენ სევაკის და ალექ და მარი მანუკიანების საგანძურ-მუზეუმებს, ხოლო შემდეგ შეხვდნენ ყოვლად სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ მეორეს. მიმლოცველობის მიზანს წარმოადგენდა კომუნიკაცია სურბ ეჯმიაწინის სიწმინდეებთან, ყოვლად სომეხთა კათოლიკოსის კურთხევის მიღება, კომიტას არქიმანდრიტის საფლავის და მუზეუმის მონახულება.

უწმინდეს პატრიარქს საქართველოში წლის განმავლობაში დაგეგმილი საიუბილეო ღონისძიებების, შესრულებული სამუშაოს და სამომავლო გეგმების ანგარიში წარუდგინეს. ვიზიტორთა გუნდმა ისაუბრა იმ საკითხების შესახებ, რომლებიც საქართველოში მცხოვრებ სომხებს აწუხებთ: კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება და მათი დაბრუნება თემისთვის, თემის კულტურულ-საგანმანათლებლო და სკოლებში არმენოლოგიის საგნების სწავლება, ასევე სომხური იდენტობის შენარჩუნება.

მომლოცველებმა მადლობა გადაუხადეს უწმინდესს, 2002 წლის შემოდგომაზე, საქართველოს სომეხთა თემის წინამძღვრად ვაზგენ ეპისკოპოს მირზახანიანის დანიშვნისთვის, რომელსაც მოღვაწეობის 17 წლების განმავლობაში ნაყოფიერად შესრულებული სამსახურით თავისი სარგებელი მოჰქონდა საქართველოს სომეხთა თემისთვის.

გარეგინ მეორემ თავისი თბილი და გულისამაჩუყებელი სიტყვებით შეაქო მორწმუნეების ვიზიტი, ხაზი გაუსვა ქართულ-სომხური მეგობრობის შენარჩუნებას და გაძლიერებას, დადებითად შეაფასა თემის წინამძღვრის, სასულიერო დასის საქმიანობა, იმედი გამოთქვა, რომ ის საკითხები, რომელებიც თემს აწუხებს, მოგვარდება და დამსწრეებს, საქართველოში მცხოვრებ სომხებისთვის სიყვარულის და სურბ ეჯმიაწინის კურთხევის გადაცემა სთხოვა.

სანთლების ანთების შემდეგ, ვიზიტორები წავიდენენ კომიტასის მუზეუმ-ინსტიტუტში, ყვავილებით შეამკეს მისი საფლავი და ილოცეს დიდი კომიტასის საფლავის წინ.

მორწმუნეთა ჯგუფი საღამოს თბილისში დაბრუნდა.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են