„სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის კურსდამთავრებულთა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება
2019 წლის 27 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის დარბაზი ცისფერ აეროპორტად იყო გადაქცეული. იქ თავიანთი ოცნების თვითმფრინავით უნდა ეფრინათ თემის განათლების სექტორის
2019 წლის 27 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის დარბაზი ცისფერ აეროპორტად იყო გადაქცეული. იქ თავიანთი ოცნების თვითმფრინავით უნდა ეფრინათ თემის განათლების სექტორის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის 2018-2019 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს. ღონისძიებას ესწრებოდე ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი․ დარბაზში იმყოფებოდნენ სკოლის მოსწავლეების მშობლები, ნათესავები, ხოლო ცენტრში თავიანთი უმცროსი მეგობრების გვერდით, ამაყად იდგნენ უფროსი ჯგუფის ბავშვები.
ღონისძიება გახსნა თემის განათლების განყოფილების დირექტორმა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა, ევგენია მარკოსიანმა. მან მადლობა გადაუხადა ვაზგენ მეუფეს, ვისი ძალისხმევითაც გაიხსნა სურბ მოვსეს ხორენაცი საბავშვო ბაღი, იმისთვის, რომ იგი ბავშვებისთვის დაარსებულ ამ დაწესებულებას ყოველთვის აქცევდა ყურადღებას და შეძლებისდაგვარად მხარს უჭერდა. ისაუბრა იმ ათი კურსდამთავრებულების შესახებ, რომელთაგან შვიდი სწავლას დედააქალაქის სომხურენოვან სკოლებში გაარგრძელებენ.
მომავალი პირველკლასელები, მასწავლებლების, მეტაქსია ღაზარიანის, ლია ხითარიშვილის, ყოფილი მასწავლებლის ანი ზეინალიანის, ქორეოგრაფის, სურენ აბრამიანის ძალისხმევით, ლამაზი სიტყვით, სიმღერით და ცეკვით წარადგინეს თავიანთი ნასწავლი ბაღში, ასევე, თავიანთი საბავშვო თვითმფრინავით პატარები დედა სამშობლოში დაეშვნენ.
სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სულიერმა მსახურმა, ტერ სამველ თოროსიანმა, თემის პრეს სპიკერმა სუსანა ხაჩატრიანმა ბავშვებს ახალი, ცხოვრების უფრო საპასუხილმგებლო ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და კეთილი გზა უსურვეს. მშობლების სახელით მადლობის სიტყვით გამოვიდა ანგელინა ნაზარიან-ქოჩიანმა.
ვაზგენ ეპისკოპოს მირზახანიანმა შეაჯამა ღონისძიება და შეფასებითი სიტყვით მიმართა სომხურის შენარჩუნების საქმისადმი ერთგულ მასწავლებლებს, ასევე მშობლებს, რომლებმაც მნიშვნელოვნად ჩათვალეს თავიანთი შვილების სომხური წეს-ჩვეულებებით აღზრდა და საბავშვო ბაღისთვის მინდობა.
8 წლიანი ისტორიის მქონე საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის მოსწავლეების დღე იწყება ლოცვით და სასულიერო პირების კურთხევით, მასწავლებლების გაკვეთილებით და თამაშებით. ბავშვების აღზრდა მიმდინარეობს ერთიანი უნარების, ანბანის, ელემენტარული არითმეტიკის, მხატვრული სიტყვის, ინგლისურისა და ქართული ენის სწავლით და სასულიერო ინფორმაციის მიღებით.
კურსდამთავრებულებმა მიიღეს ვაზგეს უწმინდესის კურთხევა და კურსის დასრულების დამამტკიცებელი სერტიფიკატები.