საქართველოს სომეხთა ეპარქიის ერთდღიანი სკოლების კურსდამთავრებულებმა სერტიფიკატები მიიღეს
2019 წლის 27 ივნისს, თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, სასულიერო დასის მონაწილეობით და თბილისში სტუმრად მყოფ ტერ ვაზგენ ეპისკოპოს მირზახანიანის თანდასწრებით, საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, სომხური ენის სწავლების „სურბ გევორქ ნარეკაცი“ და „სურბ ეღია მარქარე“ საკვირაო სკოლების 2018-2019 სასწავლო წლის კურსდამთავრებულების სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა თემის წარმომადგენლობა, ერთდღიანი სკოლების მოსწავლეები, მშობლები, მორწმუნეები.
ეპარქიის განათლების დეპარტამენტის დირექტორმა, ევგენია მარკოსიანმა მშობლიური ენის შემასწავლებელი ერთდღიანი სკოლების ის 26 კურსდამთავრებული წარადგინა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ანბანის და ისტორიის ორწლიანის კურსები, ასევე სასაუბრო ენის სწავლის გაკვეთილები.
კურსდამთავრებულებს თავიანთ ფესვებთან დაბრუნება და მშობლიური ენის სწავლა მიულოცა სურბ ეჩმიაწინ ეკლესიის სასულიერო მსახურმა ტერ სამველ თოროსიანმა და ახალგაზრდული დეპარტამენტის დირექტორმა, ტერ ტათევ მარუქიანმა.
კურსდამთავრებულების სახელით, ლამაზი და წმინდა სომხურით მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა ანა გოგიანმა. უკანასკნელმა ქედი მოიხარა ეპარქიის წინაშე, მისთვის და მისი თანატოლი ახალგაზრდებითვის სომხურის სწავლის შესაძლებლობის შექმნისთვის.
ტერ ვაზგენ ეპისკოპოს მირზახანიანმა თავისი კურთხევა გადასცა დამსწრეებს, დადებითად შეაფასა თემის განათლების დეპარტამენტის დირექტორ ევგენია მარკოსიანის, მასწავლებლები როზა ზორაბიანის, თამარა გაბოიანის, რევიკ კარაპეტიანის მიერ გაწეული ერთგული სამსახური. ვაზგენ უწმინდესმა კურსდამთავრებულებს მოუწოდა არ გაწყვიტონ კავშირი სომხურ ეკლესიასთან და ყოველთვის და ყველგან სიამაყით ატარონ სომეხის სახელი.
განათლების დეპარტამენტის დირექტორმა გადასცა ვაზგენ უწმინდესის და სასულიერო მამების კურთხევა კურსდამთავრებულებს და მათ, ორწლიანი კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.
სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართელოს სომეხთა ეპარქიის მხარდაჭერით და დაფინანსებით მოქმედი ერთდღიანი სკოლის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს საქართველოს სომეხთა თემში მშობლიური ენის შენარჩუნება, დედა სამშობლოს და სომხური ეკლესიის ისტორიის გაცნობა. ათეული წლების წინ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარ გევორქ არქეპისკოპოს სერაიდარიანის ინიციატივით დაარსებულ სურბ ეღია მარგარეს სახელობის საკვირაო სკოლას დაემატა საქართველოს სომეხთა ეპარქიის დაფინანსებით შექმნილი სკოლები: ბათუმის „ალექსანდრ მანთაშიანცის“, ოზურგეთის კომიტას არქიმანდრიტის სახელობის, სამცხე-ჯავახეთის, ახალქალაქის „რაფაელ ჯავახქ“ და რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სასულიერო საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრები.