2020 წლის 14 ივნისს, სომხურმა სამოციქულო წმინდა ეკლესიამ აღნიშნა კათოლიკე სურბ ეჯმიაწინის დღესასწაული. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში წირვა ჩატარდა.
დილიდანვე თბილისის სომეხი მრევლი მიიჩქაროდა თბილისის სურბ გევორგ სამოციქულო და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიებში, წმინდა წირვაზე დასასწრებლად.
ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში წმინდა წირვა ღირსმა მამამ, მღვდელ ტათევ მარუქიანმა აღავლინა.
წირვას ესწრებოდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები, მრავალი მორწმუნე.
წმინდა წირვის მსვლელობისას, მღვდელმა მიმოიხილა დღის მნიშვნელობა, მემატიანე აგათანგეღოსის მიხედვით, სომეხი დიდი პატრიარქის, გრიგორ განმანათლებლის ხილვა და კათოლიკე სურბ ეჯმიაწინის ტაძრის აშენების ისტორია. მღვდელმა ისაუბრა სომეხი ხალხის რწმენისადმი ერთგულების შესახებ, იმ ნაციონალური ღირებულბების შესახებ, რომელსაც ატარებს სომხური ეკლესია დედა ღვთისმშობლის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის წინამძღვრონით და ყოვლად სომეხთა კათოლიკოს პატრიარქის ხელმძღვანელობით. „დედა სამშობლოში და დიასპორაში, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის დამსახურებით ხდება წესების, ხალხური ტრადიციებისა და კულტურული ღირებულებების შენარჩუნება, გამდიდრება და ახალი თაობებისთვის გადაცემა, ხოლო ეს ჩვენი იდენტობის, ჩვენი წმინდა რწმენისა და ჩვენი ულამაზესი ენის მარადიულობის გარანტია“, - აღნიშნა მღვდელმა.
ღირსმა მამამ ხაზი გაუსვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის, კერძოდ თბილისელი სომეხი მრევლის დიდ სიყვარულს სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის, მისი ძლიერი ძალის მიმართ, რომლის სახელითაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში თბილისის სომეხი მოსახლეობით დასახლებულ ავლაბრის უბანში, სომხურმა თემმა თავისი შემოწირულობით ააშენა ამავე სახელწოდების ეკლესია, რომელიც თავის ირგვლივ ამაყად იწვევს მრევლს.
მღვდელმა მრევლს მოუწოდა გაერთიანებულ იყვნენ სომხური ეკლესიის, დედა ღვთისმშობლის სურბ ეჯმიაწინის ირგვლივ, პანდემიის ამ რთულ პერიოდში, მსოფლიოს ხალხებს გადარჩენა უსურვა და ყოვლისშემძლე ღმერთს შესთხოვა მშვიდობა სომხეთის, სურბ ეჯმიაწინისა და საქართველოსათვის.
2020 წლის 27 თებერვალს, თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში საღამოს ლიტურგიის შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალის არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, სასულიერო დასის და დიაკვანთა
საქართველოში შესრულებული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის საკითხებში კომისარი ზარეჰ სინანიანი და ოფისის პან-სომხური სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი ჰაიკ ენგიბარიანი
2020 წლის 19 იანვარს საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, თემის წინამძღვრის ღირსი მამის არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანის თანდასწრებით, საკვირაო წმინდა და უკვდავი ლიტურგია მღვდელ ტათევ მარუქიანმა აღავლინა.
დღეს, 2019 წლის 8 დეკემბერს, თბილისის თეატრის მოყვარულმა საზოგადოებამ პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის ცნობილი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, კოლორიტული ნათელი სახე, რობერტ ჰოვჰანნისიანი ზეციურ სამეფოში მიაცილა.
სამ ათწლეულზე მეტი გავიდა იმ საშინელი დღიდან, როდესაც მოულოდნელოდ დაირღვა სომხეთის სიმშვიდე. 1988 წლის 7 დეკემბერს, სომხეთის ტერიტორიის 40% პროცენტზე, ეპიცენტრში 10 ბალიანი სიმძლავრით, დამანგრევებელი მიწისძვრა მოხდა.
2019 წლის 30 ნოემბერს სომხურ სამოციქულო წმინდა ეკლესიამ დიდი ზეიმით აღნიშნა სომეხი პირველი განმანათლებლების წმინდა - წმინდა თადეოზის და წმინდა ბართლომეს ხსენების დღე.
2019 წლის 13 ნომებერს, თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოში საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის მიერ შემოდგომის თემისადმი მიძღვნილი ღია გაკვეთილი ჩატარდა. ეკლესიის ეზო მორთული იყო შემოდგომის ფერებით, მაგიდებზე, ლამაზი კალათებით და ლარნაგებით წარმოდგენილიყო წელიწადის ამ დროის მოსავალი.
2019 წლის 3 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში საკვირაო წმინდა და უკვდავი ლიტურგია აღავლინდა.
©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են