“ჰოვანეს თუმანიანის ზღაპრების“ გერმანული წიგნის პრეზენტაცია „ჰაიარტუნ“ ცენტრში
2019 წლის 6 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში ჰოვანეს თუმანიანის ზღაპრების გერმანული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ზღაპრები გადათარგმნეს სომხეთის რეპუბლიკის მწერალთა კავშირის წევრმა, გერმანიაში მცხოვრებმა მწერალმა და მთარგმნელმა აგაპი მკრტჩიანმა და პროფესორ ჰელმუტ მალონეკმა.
ღონისძიება გახსნა „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ევგენია მარკოსიანმა, რომელმაც ხაზი გაუსვა გერმანული კრებულის მნიშვნელობას, სადაც წარმოდგენილია ბავშვების მიერ აღქმული ყოვლად სომეხთა მწერლის ზღაპრების ნათელი და სიღრმისეული აზრი.
მწერალი და მთარგმნელი აგაპი მკრტჩიანი თავის სიტყვაში იმ უზარმაზარ შრომაზე ისაუბრა, რომელიც ორი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. გერმანიის ქალაქ ვისბადენის 3 სკოლების 8-14 წლის მოსწავლეებს გააცნეს დიდი ლორელის ზღაპრები, რის შემდეგაც მათ, გაჩენილი გრძნობები ფურცელზე გადაიტანეს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ბავშვების მიერ შესრულებული 30-ზე მეტი ილუსტრაცია.
პროფესორ ჰელმუტ მალონეკმა მიმოიხილა ჰოვანეს თუმანიანის ნაწარმოებების მნიშვნელობა. მან აღნიშნა, რომ მისმა ნაწარმოებებმა დიდი როლი შეასრულეს სომხეთის გასაცნობად და ამ ქვეყნის შესაყვარებლად. ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მისთვის გამონაკლისია თუმანიანის „ჰაიოც ლერნერუმ“ (სომხეთის მთებში) ლექსი.
ჰოვანეს თუმანიანის 20 ნათარგმნ ზღაპარზე და ილუსტრაციებზე ისაუბრეს მინიატურისტ მერუჟან შაჰუმიანმა, „საქართველოს სომეხთა თემი“ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სამველ მკრტჩიანმა, „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ კულტურულ- სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, გისანე ჰოვსეფიანმა, მწერალ-მთარგმნელმა არტემ კირაკოსიანმა და სხვებმა.
ღონისძიება შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის სასულიერო მსახურმა, მღვდელ ტათევ მარუქიანმა. უკანასკნელმა ისაუბრა ყოვლად სომეხთა მწერლის ნაწარმოებების, ყოველთვის აქტუალური ზღაპრების შესახებ, კურთხევა და მადლობა გადაუხადა პროფესორ ჰელმუტ მალონეკს და მწერალ-მთარმნელს აგაპი მკრტჩიანს მსგავსი საქმის განხორციელებისთვის.
ჰოვანეს თუმანიანის ზღაპრების კრებული გამოქვეყნდა ავსტრიის ვოლგან ჰაგერ გამომცემლობაში და მიძღვნილია დიდი სომეხი მწერლის 150 წლის იუბილესადმი. წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ერევანში, გიუმრიში, თბილისში. შემოდგომაზე წიგნს წარადგენენ ავსტრიის და გერმანიის რიგ ქალაქებში.