საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის პირველი წმინდა წირვა
2019 წლის 14 ივნისს, თბილისის სურბ გევორგ საკათედრო ეკლესიაში, არქეპისკოპოს ნათან ჰოვანისიანის თანდასწრებით, პირველი წმინდა წირვა თემის ახალდანიშნულმა მონაცვლე წინამძღვრად, კირაკოს არქიმანდრიტ დავთიანმა აღავლინა.
უწმინდეს წირვას ესწრებოდა ეკლესიის სასულიერო დასი, სტიქაროსნები და მწიგნობრები. ესწრებოდნენ თბილისის სომეხი საზოგადოების წევრები, სათემო მოღვაწეები, მორწმუნეები.
წმინდა წირვის პარალელურად, ღირსი მამაომ დიდ პატივად ჩათვალა წინამძღვრად დანიშნვა იქ სადაც დაიბადა, თბილისში, საქართველოში და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს სომეხთა თემის ყველა წევრის და მორწმუნეს მხარდაჭერით იგი შეძლებს განახორციელოს თავისი ქრისტიანული მისია.
წმინდა წირვის დასრულების შემდეგ, არქეპისკოპოს ნათან ჰოვანისიანმა მიმართა წირვაზე დამსწრე მორწმუნეებს, აღნიშნა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თითქმის ოცწლიანი საქმიანობა, რომლის შედეგად საქართველოს სომეხთა ეპარქია, როგორც სისტემური და შემდგარი, ქრისტიანული მცნებებით მოქმედი, თავისი მისიისადმი მიძღვნილ სასულიერო თემად ჩამოყალიბდა.
რის შემდეგაც მისმა ყოვლადუსამღვდელოესობავ არქეპისკოპოსმა ნათანმა წარადგინა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის ბრანებულებით წინამძღვრის პოზიციაზე დანიშნული არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანი, გადასცა უწმინდესის კურთხევა და კეთილი მსახურობა უსურვა. ნათან არქეპისკოპოსმა კირაკოს არქიმანდრიტს წინამძღვრის კვერთხი გადასცა, რასაც არქიმანდრით კირაკაკოსი გამოიყენებს როგორც ძალაუფლების სიმბოლოდ, ოფიციალური და სადღესასწაულო ღონისძიებების დროს.
მორწმუნები მიუახლოვდნენ წმინდა საკურთხეველს, შეეხეს სახარებას, მიულოცეს არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანს და მისი კურთხევა მიიღეს.
წმინდა წირვის დასრულებისას მორწმუნეები გადაინაცვლნენ ეპარქიის რეზიდენციაში, სადაც მათ გაუმასპინძლდნენ.