Материалы

საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე შეხვდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს

2019 წლის 17 ივლისს საქართველოს მთავრობის რეზიდენციაში გაიმართა შეხვედრა საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძესა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ახალდანიშნული მონაცვლე წინამძღვრის, ღირსი მამა არქინდრიტ კირაკოს დავთიანს შორის. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

ზაზა ვაშაყმაძემ არქიმანდრიტ კირაკოსს მიულოცა და უსურვა წარმატებები თავის საქმიანობაში.

საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ მიმოიხილა სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიისა და საქართველოს მართლმადიდებული ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, საქართველოში სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმატებული საქმიანობა. ზაზა ვაშაყმაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რელიგიური პოლიტიკის, რელიგიის სააგენტოს საქმიანობის, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებასა და სხვა პროექტების შესახებ.

2

არქიმანდრიტ კირაკოს დავთაინმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს სტუმრობისთვის და განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ორი ქრისტიანული ხალხის მეგობრობა და ქართული მართლმადიდებელი და სომხური სამოციქულო ეკლესიის როლი მეზობელ ხალხთა კეთილმეზობლურ ურთიერთობების განვითარებაში. ტერ კირაკოს დავთიანმა რელიგიის სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ რელიგიური სააგენტოს წარმომადგენლები. არქიმანდრიტ კირაკოსთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ეპარქიის იურიდიული და სახელმწიფო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, მიქაელ ავაგიანი და ადმინისტრაციულ-ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორი კარენ ერიციანი.

2002 წლიდან საქართველოს სომეხთა ეპარქიის ხელმძღვანელი იყო ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანი. 2019 წელს მისი განცხადების საფუძველზე ხელმძღვანელის პოზიციიდან გათავისუფლდა. 2019 წლის 15 ივნისიდან სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს განკარგულებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრად დაინიშნა ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი. ტერ კირაკოს დავთიანი დაიბადა 1982 წელს, თბილისში, მან თავისი სასულიერო საქმიანობა შეასრულა საქართველოს, ავსტრალიასა და ახალი ზელანდიის სომხურ ეპარქიაში.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են