Материалы

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიას ესტუმრა

საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, 2019 წლის 24 ივლისს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიას ესტუმრა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრად მონაცვლეს არქიმანდრიტ, კირაკოს დავთიანის და საქართველოში სომეხთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, რუბენ სადოიანის თანხლებით, მინისტრ მნაცაკანიანმა და დელეგაციის წევრებმა სანთლები აანთეს სომხურ უძველეს ტაძარში, ყვავილებით შეამკეს ეკლესიის ეზოში დადგმული ქველმოქმედის, ალექსანდრ მანთაშიანცის ძეგლი და სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქარი.

„ჰაიარტუნის“ მისაღებში სომხეთის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელის და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრად მონაცვლის მოკლე საუბრის შემდეგ, სტუმრები გადაინაცვლენ დარბაზში, სადაც გაიმართა შეხვედრა საქართველოს სომეხთა თემის წარმომადგენლებთან.

2

მამაო ჩვენოს შემდეგ, მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანმა ისაუბრა სომხეთის რესპუბლიკის და საქართველოს დღევანდელი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ, რომლებიც ორმხრივი პატივისცემით მიმდინარეობდა. წარადგინა სომხეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და გამოწვევები, არცახის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების გზამკვლელი.

სომხეთის რესპუბლიკის მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს სომეხთა ისტორიული თემის როლი და მნიშვნელობა სომხეთის და საქართველოს მეგობრული ურთიერთობების განვითარების კუთხით, ხაზი გაუსვა დღევანდელ რეალობაში თემის ორგანიზაციების საქმიანობას სომხურ ენაზე განათლების, მედიის, თეატრალური ხელოვნების და კულტურის განვითარების ეროვნული ადათ-წესების შენარჩუნებისთვის, საქართველოს მთავრობის მხრიდან გამოჩენილი დახმარებას, აღნიშნა ქვეყნის სახელმწიფო ენის ფლობის აუცილებლობა.

შემდეგ დამსწრეების მიერ კითვა-პასუხის რეჟიმში დაისვა არცახის კონფლიქტის მოგვარების, საქართველოში სომხური ეკლესიები იურიდიული სტატუსის, საეკლესიო ურთიერთობების, საელჩოს შენობის საკითხები, სათემო სტრუქტურის შეცვლის, ახალგაზრდების საქმიანობის გააქტიურების, სომხურ-ქართული ტურიზმის განვითარებისადმი მიმართული გეგმების შესახებ.

შეხვედრა საინტერესო და შინაარსობლივად დატვირთული იყო.

3

ჰაიარტუნ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են