Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ უმასპინძლა

2019 წლის 27 ივლისს, ბათუმში განხორციელებული ვიზიტის მეორე დღეს, სამთავრობო რეზიდენციაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს სომეხთა ეპარიქიის წინამძღვრის ნაცვალი არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანი მიიღო.

მთავრობის მეთაურმა რიჟვაძემ არქიმანდრიტ კირაკოსს მიულოცა წინამძღვრის ნაცვლად დანიშვნა, აღნიშნა აჭარის სომეხი მოსახლეობის ჩართულობა ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკურ, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ღირებულად ჩათვალა საქართველოს სომეხთა ეპარქიასთან ავტონომიური რესპუბლიკის თანამშრომლობა. წმინდა მამამ მადლობა გადაუხადა მიღებისთვის, ამავდროულად მიულოცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს „ქართული ოცნების“ მმართველი პარტიის რეგიონალული ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩევა, უსურვა ახალთახალი წარმატებები როგორც ქვეყნის მმართველობის ხელმძღვანელის, ასევე ქვეყნის მმართველი პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის პრეზიდენტის საქმიანობაში.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტის და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალის მიერ აღინიშნა თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა.

შეხვედრა თბილ გარემოში მიმდინარეობდა.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են