სოფელ სათხაში ალბერტ ისოიანის სახელობის მუზეუმი გაიხსნა
2019 წლის 24 აგვისტოს, ნინოწმინდის რაიონის სოფელ სათხაში ალბერტ ისოიანის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი გაიხსნა. სადღესასწაულო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანი და სამცხე-ჯავახეთის და წალკის საერთო თემის ნაცვალი არქიმანდრიტ მაღაქია ამირიანი, სასულიერო დასთან ერთად. ცერემონიას ესწრებოდნენ ახალქალაქის და კუმურდოს წინამძღვარი, არქეპისკოპოსი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რუბენ სადოიანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ჰენზელ მკოიანი, ახალქალაქის და ნინოწმინდის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა მხრიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან ჩამოსული უამრავი სტუმარი.
მუზეუმის გახნის შემდეგ სახლის კურთხევის ცერემონია გაიმართა, რომლის შემდეგაც კურთხევის და მილოცვის სიტყვით დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა მიმართა, ხოლო შემდეგ სამცხე-ჯავახეთის და წალკის საერთო თემის ნაცვალმა არქიმანდრიტ მაღაქია ამირიანმა. რაიონის სასულიერო მსახურის მღვდელ არმაშ პოღოსიანის თხოვნით, ალბერტ ისოიანს გადაესცა კურთხევის წერილი სამშობლოს, ერის და ეკლესიის შენებისთვის განხორციელებული საქმიანობისთვის, ხოლო შემდეგ მუზეუმის მახლობლად, სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა.