Материалы

კლასიკური და სასულიერო მუსიკის კონცერტი სურბ გევორქ სომხურ სამოციქულო ეკლესიაში

2019 წლის 30 აგვისტოს, თბილისის სურბ გევორქ სომხურ სამოციქულო წმიდა ეკლესიაში კლასიკური და სასულიერო სიმღერის კონცერტი გაიმართა.

სასულიერო სიმღერის ნიმუშები შეასრულა საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატმა დამიან ზაბროდინმა. თბილისში მსახურობის პერიოდში ზაბროდინის ოცნებებიდან ერთ-ერთს წარმოადგენდა ამ მრავალეროვანი და მრავალრელიგიური ქალაქის სხვადასხვა ეკლესიებში სიმღერა.

ეკლესია ხალხმრავალი იყო. ესწრებოდა სასულიერო დასი და უამრავი მორწმუნე. და გაისმა დემიან ზაბროდინის შესრულებით ბახის, სტრადელას, მოცარტის, შუბერტის, შუმანის და სხვების შემოქმედება, რომელმაც დამსწრეთა აპლოდისმენტები დაიმსახურა.

20190830

დღის კონცერტში მონაწილეობდნენ სურბ გევორქ სომხური სამოციქულო ეკლესიის მაკარ ეკმალიანის სახელობის გუნდი, ცნობილი მომღერალი, სიმღერის გუნდის ხელმძღვანელი სვეტლანა ტატოევა, სოლისტები ანი თოროსიანი, ელენე რეიხანოვა, მიქაელ ნაზარიანი, ჯულიანა ავეტისიანი. კონცერტზე უკრავდნენ ნინა სტეფანიანი და კარენ მირზოიანი.

ღონისძიების დასასრულს კურთხევის სიტყვით გამოვიდა სურბ გევორქის ეკლესიის სასულიერო მსახური, მღვდელი კირაკოს სიმონიანი. უკანასკნელმა გადმოსცა წინამძღვრის ნაცვალის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევა და უმაღლესად შეაფასა კონცერტის მონაწილეების გამოსვლები.

დამიან ზაბროდინს სოლო კონცერტი ჰქონდა ასევე თბილისის ევანგელურ-ლუთერანულ ეკლესიაში.

20190830

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են