მიმლოცველობა ლორეს რაიონის სომხურ ეკლესიებში
2019 წლის 21 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევით, თბილისის სურბ გევორქ ეკლესიის სასულიერო მსახურის მღვდელ კირაკოს სიმონიანის ხელმძღვანელობით თბილისის სომხების ერთი გუნდი მიემგზავრა სომხეთის რესპუბლიკის ლორეს რაიონის სომხურ ეკლესიებში.
მიმლოცველობის პირველ დღეს მორწმუნეები ახთალას წმინდა ღვთისმშობლის უძველეს ეკლესიაში სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ, მღვდელ ჰეთუმ თარვერდიანის მიერ შესრულებულ რესპუბლიკურ ლოცვას დაესწრნენ.
მიმლოცველობა ორდღიანი იყო, მორწმუნეებმა მოინახულეს ჰაღპატი, სანთლები აანთეს და ილოცეს სანაჰინის და ოძუნის ტაძრებში.
თბილისის სომეხმა მიმლოცველებმა აღსარება ჩააბარეს და ზიარება მიიღეს ვანაძორის წმინდა ღვთისმშობლის ეკლესიაში, სადაც წმინდა წირვა მღვდელ კირაკოს სიმონიანმა აღავლინა.
მიმლოცველებმა შემოიარეს ვანაძორი, ალავერდი, მწვადის მომზადების პროცესით იმხიარულეს და ვიზიტი ოძუნის ულამაზესი მონასტერის მონახულებით და სანთლების დანთებით დაასრულეს.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის მიმლოცველები მღვდელ კირაკოსის ხელმძღვანელობით მადლობას უხდიან სომხურ სამოციქულო წმინდა ეკლესიის გუგარაც თემის წინამძღვარს არქეპისკოპოს სეპუჰ ჩულჯიანს საქართველოს სომეხთა მიმლოცველებისადმი გამოჩენილი მხარდაჭერით და ღამისთევის საშუალების მიცემისთვის.
კვირა დღეს, გვიან საღამოს სომხური ეკლესიების მადლით სულიერად გამდიდრებული მიმლოცველები დაბრუნდნენ თბილისში.