Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში საპატრიარქო ლოცვა ჩატარდა

2019 წლის 3 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში საკვირაო წმინდა და უკვდავი ლიტურგია აღავლინდა.

ლიტურგიის დასასრულს, მღვდლების მიერ განხილულ იქნა დღის მნიშვნელობა, სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს კურთხევა და აღსაყდრების მე-20 იუბილე, ასევე ეკლესიებში სასულიერო დასის მიერ აღავლინდა საპატრიარქო ლოცვა. ცერემონიის მსვლელობისას სასულიერო დასმა და დამსწრე ხალხმა ილოცეს სურბ ეჯმიაწინის სიმტკიცის და კეთილდღეობისთვის, უფალს შესთხოვეს სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის მფარველობა, წმინდა განმანათლებელს 132-ე პატრიარქს უზენაეს პატრიარქს ყოვლად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს უსურვეს დღეგრძელობა და წარმატებული მსახურობა, უცვლელი სულით სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის ხელმძღვანელობის გაგრძელებაში.

75262254

სურბ ეჯმიაწინ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են