„რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ცენტრში მთარგმნელთა დღესასწაული აღინიშნა“
2019 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ცენტრში სადღესასწაულო განწყობა სუფევდა. ცენტრის მოსწავლეების ერთიანი ძალებით, საზეიმოდ აღინიშნა წმინდა არქიმანდრიტ მთარგმნელთა დღესასწაული. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანი. ეს იყო წინამძღვრის ნაცვალის პირველი ვიზიტი რუსთავის ცენტრში.
წინამძღვრის ნაცვალს „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ცენტრის ხელმძღვანელი და სასულიერო მსახური, მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი დახვდა. მან წმინდა მამას დაათვალიერებინა ცენტრი, გააცნო ცენტრის საქმიანობის მიზანი და ფუნქციები, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აქ განთავსებული წმინდა (ვემ) ქვის წინაშე ყოველ კვირას წმინდა წირვა აღავლინდება, რომელსაც რუსთავის სომხური თემი ესწრება.
ღონისძიების სამხატვრო ნაწილში წარსდგნენ ცენტრის საკვირაო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უცხოენოვანი სკოლის მოსწავლეები არიან, თუმცა ახლადდანიშნული პედაგოგის, ანი მინასიანის ძალისხმევით, მოკლე დროში დაძლიეს ანბანის შესწავლის სირთულე და ღონისძიებაზე მშობლიურ ენაზე წაიკითხეს ლექსები. თავიანთი გამოსვლებით ღონისძიება გაალამაზეს ცენტრის სიმღერის, ცეკვის, მუსიკალური ინსტრუმენტების გუნდის მოსწავლეებმა.
ღონისძიების დასასრულს, წინამძღვრის ნაცვალმა დამსწრეებს კურთხევა გადასცა და შეაფასა ღონისძიება. წმინდა მამამ ხაზი გაუსვა ცენტრის ეროვნულობის შენარჩუნებისთვის გაწეულ საქმიანობას, რომელიც ხორციელდება ერთი იდეის ირგვლივ თავმოყრილი პერსონალის და მოხალისეების ერთიანი ძალებით, მღვდელ ნარეკის ხელმძღვანელობით.
წინამძღვრის ნაცვალს თან ახლდა „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელი ევგენია მარკოსიანი და ადმინისტრაციულ-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორი კარენ ერიციანი.