Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალის ვიზიტი აჭარაში

2019 წლის 29-30 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანი აჭარაში იმყოფებოდა. წმინდა მამას თან ახლდა „ვარდან ჯინიშიან ხსოვნის“ ფონდის ერევნის ოფისის დირექტორი არმენ ჰაკობიანი, პროგრამების კოორდინატორი ლიანნა სარგსიანი, დიასპორასთან ურთიერთობის ადმინისტრაციის უფროსი ტარონ შაგოიანი, თემის ადმინისტრაციულ-ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორი კარენ ერიციანი.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ესტუმრნენ ოზურგეთის „არიქმანდრიტ კომიტასის“ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს, სადაც წმინდა მამას ეროვნული ტანისამოსით და ტრადიციული პურ-მარილით დახვდნენ ცენტრის მოსწავლეები, ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესიის, აჭარის, გურიის და იმერეთის სომეხი მოსახლეობის სასულიერო მსახურის, მღვდელ არარატ გუმბალიანის ხელმძღვანელობით, ნინოწმინდის სურბ სარგის ეკლესიის სასულიერო მსახური, მღვდელი არმაშ პოღოსიანი და ადგილობრივი სომეხი მოსახლეობის წევრები.

73515626„საჰაკ პართევ“ ცენტრის საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ ირინა მარგარიანის ხელმძღვანელობით ჩაატარეს ღონისძიება, შემოდგომის თემასთან დაკავშირებით. მშობლიური ენისგან მოწყვეტილმა სკოლის მოსწავლეებმა არამხოლოდ ანბანი შეისწავლეს, არამედ სომხურად სიტყვით გამოვიდნენ, ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.

ღონისძიების დასასრულს, სიტყვით გამოვიდნენ სტუმრები, რომლებმაც მიულოცეს წელიწადის ლამაზ დროსთან დაკვშირებით, ოქროს შემოდგომის ფერადი სიტყვებით და საოცარად წარდგენისთვის.

კურთხევით და შეფასებითი სიტყვით ღონისძიება შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა. არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა მაღალი შეფასებით შეაქო სომხური საზოგადოებით დასახლებულ ამ ადგილში მშობლიურის შენარჩუნება, სომხურ ეკლესიასთან დაახლოვება, ტრადიციების გავრცელება და კულტურის გავითარებაზე ორიენტირებული „არქიმანდრიტ კომიტასის“ ცენტრის საქმიანობა, იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ცენტრი უფრო გაფართოვდება თავისი საქმიანობით და მოსწავლეების რააოდენობით. სტუმრებმა დაათვალიერეს ცენტრი და საოცარი შთაბეჭდილებებით გააგრძელეს გზა ბათუმისკენ.

75252958მომდევნო დღეს წინამძღვრის ნაცვალის ხელმძღვანელობით ბათუმში „ალექსანდრ მანთაშიანც“ ცენტრის გაფართოებული დარბაზის საზეიმო გახსნა გაიმართა.

იმავე დღეს, საღამოს, ბათუმის მუსიკალურ თეატრში არქიმანდრიტ კომიტასის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომლის დროსაც საქართველოს სომეხთა ეპარქიიის წინამძღვრის ნაცვალი, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანი კურთხევის სიტყვით გამოვიდა.

31 ოქტომბერს, წინამძღვრის ნაცვალი და დელეგაციის წევრები თბილისში დაბრუნდნენ.

74529515

არიქმანდრიტ კომიტასი

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են