Материалы

განცხადება

„ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური ძალადობის და მათ წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) შესახებ საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამღვდელობის კრების მონაწილეების

07-11-2019 ქ. თბილისი

ჩვენ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სასულიერო დასის წევრებმა, შევისწავლეთ 2011 წელს მიღებული სტამბოლის კონვენცია და ვუერთდებით ეჯმიაწინის დედა კათედრიალის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ პოზიციას, წინააღმდეგი ვართ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების მიერ აღნიშნული საერთაშორისო დოკუმენტის გააქტიურებას, რადგან იგი სომხეთის რესპუბლიკის მოქმედ კანონმდებლობას და სომეხი ხალხის საუკუნოვან ქრისტიანულ და ზნეობრივ ღირებულებათა სისტემას ეწინააღმდეგება.

სომეხი ხალხის არსებობის საფუძველში მყოფი უმთავრესი ინსტიტუციებიდან ერთ-ერთი, ტრადიციული ქრისტიანული ოჯახის ცნების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ვთვლით, რომ აღნიშნული დოკუმენტის ძალაში შესვლა უამრავ წინააღმედობრივი და საშიში ფაქტები შეიცავს. სომეხი ხალხის ცხოვრებაში ოჯახურ-ქრისტიანული ღირებულებების ცხოვრებისეული საქმიანობის დეორგანიზაცია საფრთხე, ასევე მუქარას წარმოადგენს სომხეთის რეპუბლიკის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გარანტის, სომხური ჯარის საბრძოლო შესაძლებლობებში და ეროვნულ სულში.

ჩვენი მოწოდებაა ჩვენი სამშობლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას - აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველში უპირატესობის მინიჭება ეროვნული უსაფრთხოების შენარჩუნებას და არა საერთაშორისო პოლიტიკაში არსებული პროცესებით ნაკარნახ ზეწოლას.

ჩვენ კვლავ ვლოცულობთ, რომ მაღალი ღმერთი თავის ძლიერი მარჯვენის ქვეშ მოაქცევს დედა სამშობლო სახელმწიფოს, სომეხი ხალხის შვილებს გაუძღვება სასულიერო და ზნეობრივი აღწერის საუკუნოვანი პრინციპებით, დღეს არსებული ყველა გამოწვევების დასაძლევად.

სტატიები

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են